Check out the new design

クルアーンの対訳 - グルジア語対訳 - 作業中 * - 対訳の目次


対訳 節: (9) 章: 戦利品章
إِذۡ تَسۡتَغِيثُونَ رَبَّكُمۡ فَٱسۡتَجَابَ لَكُمۡ أَنِّي مُمِدُّكُم بِأَلۡفٖ مِّنَ ٱلۡمَلَٰٓئِكَةِ مُرۡدِفِينَ
აკი (ბედირში) დახმარებას ევედრებოდით თქვენს ღმერთს[1] და მან გიპასუხათ, რომ მე ვარ თქვენი დამხმარე ერთმანეთზე მიყოლებული ათასი ანგელოზითო.[2]
[1]
ომარ ბინ ხატტაბმა გვიამბო: ალლაჰის მაცნემ ﷺ ბედირის დღეს წარმართთა რაზმს შეხედა და ნახა რომ ისინი იყვნენ ათასი კაცი, ხოლო მისი საჰაბეების რაოდენობა სამას კაცს რამდენიმე ათეულით აღემატებოდა. ალლაჰის მაცნე ყიბლასკენ მიბრუნდა, ხელები მაღლა აღაპყრო და ღმერთს ვედრება დაუწყო: „ღმერთო ჩემო, აღასრულე ის რაც აღმითქვი! ღმერთო ჩემო, მომეცი ის, რაც დამპირდი! ღმერთო ჩემო, თუ ამ ერთ მუჭა ისლამის მიმდევრებს გაანადგურებ დედამიწაზე შენი მოთაყვანე აღარავინ დარჩება!“ ღმერთს ყიბლისკენ მიბრუნებული და ხელებ აპყრობილი იმდენხანს ევედრებოდა, რომ მხრებიდან მოსასხამი ჩამოუვარდა. შემდეგ აბუ ბექირი ეახლა, მოსასხამი აიღო და ისევ მხრებზე მოასხა, მის უკან მდგომმა უთხრა: ო, ალლაჰის მაცნევ! ღმერთთან ამდენი ვედრება გეყოფა, უეჭველად ალლაჰი მოგცემს იმას, რაც დაგპირდა. ამაზე უზენაესმა ალლაჰმა ეს აიათი ჩამოავლინა. (თირმიზი, თაფსიირ 9/3081.)
[2] ასევე იხილეთ სურა ალი ‘იმრანის 123-125 აიათები.
アラビア語 クルアーン注釈:
 
対訳 節: (9) 章: 戦利品章
章名の目次 ページ番号
 
クルアーンの対訳 - グルジア語対訳 - 作業中 - 対訳の目次

ルゥワード翻訳事業センターとラブワ招待協会およびイスラームコンテンツサービス協会の共訳

閉じる