ಪವಿತ್ರ ಕುರ್‌ಆನ್ ಅರ್ಥಾನುವಾದ - ಜಾರ್ಜಿಯನ್ ಅನುವಾದ * - ಅನುವಾದಗಳ ವಿಷಯಸೂಚಿ


ಅರ್ಥಗಳ ಅನುವಾದ ಶ್ಲೋಕ: (137) ಅಧ್ಯಾಯ: ಸೂರ ಆಲು ಇಮ್ರಾನ್
قَدۡ خَلَتۡ مِن قَبۡلِكُمۡ سُنَنٞ فَسِيرُواْ فِي ٱلۡأَرۡضِ فَٱنظُرُواْ كَيۡفَ كَانَ عَٰقِبَةُ ٱلۡمُكَذِّبِينَ
თქვენამდე მართლაც მრავალი წეს-ჩვეულება* გარდასულა. მაშ, ჩამოიარეთ დედამიწაზე და დაინახეთ, თუ რა ბედი ეწიათ ცრუდ შემრაცხველებს.
*ორიგინალი – „სუნენ“ (سنن): სიტყვა „სუნნეთ“-ის (سنة) მრავლობითი ფორმაა, რომელიც შემდეგი მნიშვნელობების მატარებელია: გზა, ბილიკი, ადათი, წეს-ჩვეულება, კანონი, სამაგალითო ნიმუში. მუფესსირები ამ აიათში სიტყვა „სუნენ“-ს რამდენიმე განსხვავებულ მნიშვნელობას ანიჭებენ: ატას აზრით, აქ იგულისხმება შარიათები; ქელბი: აქ იგულსიხმება ყველა თემისთვის განკუთვნილი გზა და მეთოდი, რომლის მიმდევართაგან ალლაჰი კმაყოფილი იქნებოდა; მუჯაჰიდი: თქვენამდე მართლაც ბევრმა წეს-ჩვეულებამ განვლო იმათი განადგურებით, ვინც იყვნენ ცრუდ შემრაცხველნი; ასევე, ერთ-ერთი შეხედულების თანახმად, აქ იგულიხმება სხვადასხვა თემი, რომლებიც აწ გარდასული შუამავლების მიმდევრები იყვნენ. იხ. თაფსირულ ბეღავი.
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
 
ಅರ್ಥಗಳ ಅನುವಾದ ಶ್ಲೋಕ: (137) ಅಧ್ಯಾಯ: ಸೂರ ಆಲು ಇಮ್ರಾನ್
ಅಧ್ಯಾಯಗಳ ವಿಷಯಸೂಚಿ ಪುಟ ಸಂಖ್ಯೆ
 
ಪವಿತ್ರ ಕುರ್‌ಆನ್ ಅರ್ಥಾನುವಾದ - ಜಾರ್ಜಿಯನ್ ಅನುವಾದ - ಅನುವಾದಗಳ ವಿಷಯಸೂಚಿ

ಪವಿತ್ರ ಕುರ್‌ಆನ್ ಜಾರ್ಜಿಯನ್ ಅರ್ಥಾನುವಾದ - ರುವ್ವಾದ್ ಅನುವಾದ ಕೇಂದ್ರ. ಇದರ ಕೆಲಸ ನಡೆಯುತ್ತಿದೆ.

ಮುಚ್ಚಿ