Check out the new design

ಪವಿತ್ರ ಕುರ್‌ಆನ್ ಅರ್ಥಾನುವಾದ - ಜಾರ್ಜಿಯನ್ ಅನುವಾದ - ಕೆಲಸ ಪ್ರಗತಿಯಲ್ಲಿದೆ * - ಅನುವಾದಗಳ ವಿಷಯಸೂಚಿ


ಅರ್ಥಗಳ ಅನುವಾದ ಅಧ್ಯಾಯ: ಅಲ್- ಅಅ್ ರಾಫ್   ಶ್ಲೋಕ:
وَٱذۡكُرُوٓاْ إِذۡ جَعَلَكُمۡ خُلَفَآءَ مِنۢ بَعۡدِ عَادٖ وَبَوَّأَكُمۡ فِي ٱلۡأَرۡضِ تَتَّخِذُونَ مِن سُهُولِهَا قُصُورٗا وَتَنۡحِتُونَ ٱلۡجِبَالَ بُيُوتٗاۖ فَٱذۡكُرُوٓاْ ءَالَآءَ ٱللَّهِ وَلَا تَعۡثَوۡاْ فِي ٱلۡأَرۡضِ مُفۡسِدِينَ
და გაიხსენეთ, როცა მონაცვლეებად დაგადგინათ – ‘ადის ხალხის შემდეგ, და დაგაბინავათ დედამიწაზე, რომლის ველებზეც სასახლეებს აგებდით და (კლდოვან) მთებს სახლებად კვეთდით. მაშ, გაიხსენეთ ალლაჰის სიკეთენი და ნუ იბოროტებთ ქვეყნად უკეთურები.
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
قَالَ ٱلۡمَلَأُ ٱلَّذِينَ ٱسۡتَكۡبَرُواْ مِن قَوۡمِهِۦ لِلَّذِينَ ٱسۡتُضۡعِفُواْ لِمَنۡ ءَامَنَ مِنۡهُمۡ أَتَعۡلَمُونَ أَنَّ صَٰلِحٗا مُّرۡسَلٞ مِّن رَّبِّهِۦۚ قَالُوٓاْ إِنَّا بِمَآ أُرۡسِلَ بِهِۦ مُؤۡمِنُونَ
თავისი ხალხიდან დიდებულებმა, რომლებიც მედიდურობდნენ, უთხრეს მათ, ვისაც დაბალ ფენად მიიჩნევდნენ და რომლებმაც ირწმუნეს: განა მართლა იცით, რომ სალიჰი თავისი ღმერთის მიერ წარმოგზავნილი შუამავალია? მათ უპასუხეს: ჭეშმარიტად, ჩვენ გვწამს ის, რითაც წარმოგზავნილია იგი!
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
قَالَ ٱلَّذِينَ ٱسۡتَكۡبَرُوٓاْ إِنَّا بِٱلَّذِيٓ ءَامَنتُم بِهِۦ كَٰفِرُونَ
თქვეს მათ, რომელნიც მედიდურობდნენ: უეჭველად, ჩვენ ვართ ურწმუნონი იმის მიმართ, რაც თქვენ ირწმუნეთ!
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
فَعَقَرُواْ ٱلنَّاقَةَ وَعَتَوۡاْ عَنۡ أَمۡرِ رَبِّهِمۡ وَقَالُواْ يَٰصَٰلِحُ ٱئۡتِنَا بِمَا تَعِدُنَآ إِن كُنتَ مِنَ ٱلۡمُرۡسَلِينَ
შემდეგ დაკლეს (ის) დედალი აქლემი და ქედმაღლურად დაარღვიეს თავიანთი ღმერთის ბრძანება, შემდეგ კი ასე თქვეს: ეი, საალიჰ! აბა გვაწვნიე ის (სასჯელი), რითაც გვემუქრებოდი, თუ ნამდვილად ხარ შუამავალთაგანი!
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
فَأَخَذَتۡهُمُ ٱلرَّجۡفَةُ فَأَصۡبَحُواْ فِي دَارِهِمۡ جَٰثِمِينَ
ამ დროს (ხმაურიანმა) მიწისძვრამ შეიპყრო ისინი და თავიანთ სახლებში პირქვე დამხობილნი დაიხოცნენ.
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
فَتَوَلَّىٰ عَنۡهُمۡ وَقَالَ يَٰقَوۡمِ لَقَدۡ أَبۡلَغۡتُكُمۡ رِسَالَةَ رَبِّي وَنَصَحۡتُ لَكُمۡ وَلَٰكِن لَّا تُحِبُّونَ ٱلنَّٰصِحِينَ
შემდეგ (საალიჰი) განერიდა მათ და თქვა: ეი, ჩემო ხალხო! ვფიცავ, მე თქვენ გაუწყეთ ჩემი ღმერთის გზავნილი და დაგარიგეთ თქვენდა სასარგებლოდ, მაგრამ თქვენ არ გიყვართ კეთილდამრიგებელნი.
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
وَلُوطًا إِذۡ قَالَ لِقَوۡمِهِۦٓ أَتَأۡتُونَ ٱلۡفَٰحِشَةَ مَا سَبَقَكُم بِهَا مِنۡ أَحَدٖ مِّنَ ٱلۡعَٰلَمِينَ
ასევე (გაიხსენე/წარვგზავნეთ) ლუტი, - აკი უთხრა თავის ხალხს: ნუთუ იქმთ ისეთ ავზნეობას, რომელიც თქვენამდე სამყაროთა შორის არავის ჩაუდენია?
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
إِنَّكُمۡ لَتَأۡتُونَ ٱلرِّجَالَ شَهۡوَةٗ مِّن دُونِ ٱلنِّسَآءِۚ بَلۡ أَنتُمۡ قَوۡمٞ مُّسۡرِفُونَ
უეჭველად, თქვენ ვნებით ეახლებით კაცებს ქალების ნაცვლად; უფრო მეტიც, თქვენ ხართ აღვირახსნილი ხალხი.
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
 
ಅರ್ಥಗಳ ಅನುವಾದ ಅಧ್ಯಾಯ: ಅಲ್- ಅಅ್ ರಾಫ್
ಅಧ್ಯಾಯಗಳ ವಿಷಯಸೂಚಿ ಪುಟ ಸಂಖ್ಯೆ
 
ಪವಿತ್ರ ಕುರ್‌ಆನ್ ಅರ್ಥಾನುವಾದ - ಜಾರ್ಜಿಯನ್ ಅನುವಾದ - ಕೆಲಸ ಪ್ರಗತಿಯಲ್ಲಿದೆ - ಅನುವಾದಗಳ ವಿಷಯಸೂಚಿ

ರಬ್ವಾಹ್ನಲ್ಲಿರುವ ದಾವಾ ಸಂಸ್ಥೆ ಮತ್ತು ಭಾಷೆಗಳಲ್ಲಿ ಇಸ್ಲಾಮಿಕ್ ವಿಷಯವನ್ನು ಸೇವಿಸುವ ಸಂಸ್ಥೆಯ ಸಹಕಾರದೊಂದಿಗೆ ರುವ್ವಾದ್ ಅನುವಾದ ಕೇಂದ್ರದ ತಂಡದಿಂದ ಅನುವಾದಿಸಲಾಗಿದೆ.

ಮುಚ್ಚಿ