Check out the new design

വിശുദ്ധ ഖുർആൻ പരിഭാഷ - ജോർജിയൻ വിവർത്തനം - പണിപ്പുരയിൽ * - വിവർത്തനങ്ങളുടെ സൂചിക


പരിഭാഷ അദ്ധ്യായം: ബഖറഃ   ആയത്ത്:
ٱلۡحَجُّ أَشۡهُرٞ مَّعۡلُومَٰتٞۚ فَمَن فَرَضَ فِيهِنَّ ٱلۡحَجَّ فَلَا رَفَثَ وَلَا فُسُوقَ وَلَا جِدَالَ فِي ٱلۡحَجِّۗ وَمَا تَفۡعَلُواْ مِنۡ خَيۡرٖ يَعۡلَمۡهُ ٱللَّهُۗ وَتَزَوَّدُواْ فَإِنَّ خَيۡرَ ٱلزَّادِ ٱلتَّقۡوَىٰۖ وَٱتَّقُونِ يَٰٓأُوْلِي ٱلۡأَلۡبَٰبِ
ჰაჯობა გარკვეულ მთვარეებშია[1] . ვინც მათში ჰაჯობა იტვირთოს (იჰრამის შემოსვით), მან არ მიუახლოვდეს ქალს, არ იურჩოს და არ იჩხუბოს ჰაჯობისას. რა სიკეთესაც იქმთ, – იცის ალლაჰმა. მაშ, საგზალი გაიმზადეთ, ჭეშმარიტად, ღვთისმოშიშობაა საგზალი საუკეთესო. ეი, გონიერნო, ჩემი რიდი გქონდეთ.
[1] შევვალი, ზილყა’დე და ზილჰიჯჯეს პირველი ათი დღე.
അറബി ഖുർആൻ വിവരണങ്ങൾ:
لَيۡسَ عَلَيۡكُمۡ جُنَاحٌ أَن تَبۡتَغُواْ فَضۡلٗا مِّن رَّبِّكُمۡۚ فَإِذَآ أَفَضۡتُم مِّنۡ عَرَفَٰتٖ فَٱذۡكُرُواْ ٱللَّهَ عِندَ ٱلۡمَشۡعَرِ ٱلۡحَرَامِۖ وَٱذۡكُرُوهُ كَمَا هَدَىٰكُمۡ وَإِن كُنتُم مِّن قَبۡلِهِۦ لَمِنَ ٱلضَّآلِّينَ
ცოდვად არ დაგედოთ, თქვენი ღმერთის წყალობა თუ ეძიეთ (ჰაჯობისას ვაჭრობით), ხოლო როცა ‘არაფათიდან[1] გაემართებით, მაშ’არი ჰარამთან (ნაკრძალ ნიშნულთან)[2] ალლაჰი ახსენეთ.[3] მაშ, ახსენეთ იგი, როგორც უჩვენებია თქვენთვის, რამეთუ მანამდე თქვენ იყავით გზააცდენილნი;
[1] 'არაფათის მთა; ყურბან ბაირამის წინა დღეს მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე დროის მონაკვეთის 'არაფათის მთაზე ლოცვა-ვედრებაში გატარება ჰაჯობის ღვთისმსახურების ერთ-ერთი აუცილებელი რიტუალია.
[2] ორიგინალი – „ალ-მაშ’არი ალ-ჰარამ“ (المشعر الحرام): პირდაპირი თარგმანით ნაკრძალ ნიშნულს ნიშნავს. ეს ადგილი არის მუზდელიფა, სადაც ჰაჯობის ერთ-ერთი რიტუალის შესაბამისად ჰაჯები/პილიგრიმები ღამეს ათევენ, ამიტომ ეს ადგილი არის ნაკრძალი ტერიტორია, სადაც აკრძალულია ყველა ის მოქმედება, რაც ეკრძალება იჰრამით შემოსილ ჰაჯის.
[3] საღამოს და ძილის წინა ნამაზები შეაერთეთ და დილის ნამაზის შემდეგ გულმხურვალედ ევედრეთ ალლაჰს.
അറബി ഖുർആൻ വിവരണങ്ങൾ:
ثُمَّ أَفِيضُواْ مِنۡ حَيۡثُ أَفَاضَ ٱلنَّاسُ وَٱسۡتَغۡفِرُواْ ٱللَّهَۚ إِنَّ ٱللَّهَ غَفُورٞ رَّحِيمٞ
შემდეგ გაემართეთ იქითკენ, საითაც ხალხი მიემართება[1] და პატიება შესთხოვეთ ალლაჰს. ჭეშმარიტად, ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია, მწყალობელი.
[1] შემდეგ მუზდელიფადან იქით გაემართეთ, საითაც იბრაჰიმ შუამავლიდან მოყოლებული, დღემდე მიემართება ხალხი, რათა ქვები ისროლონ, შესაწირი დაკლან, შეასრულონ ტავაფი და სა’ი ანუ საფასა და მერვას მაღლობებს შორის სირბილით მიმოსვლა, მინაში გაატარონ თაშრიყის ანუ ბაირამის დღეები და აღასრულონ ჰაჯობის დანარჩენი წესები.
അറബി ഖുർആൻ വിവരണങ്ങൾ:
فَإِذَا قَضَيۡتُم مَّنَٰسِكَكُمۡ فَٱذۡكُرُواْ ٱللَّهَ كَذِكۡرِكُمۡ ءَابَآءَكُمۡ أَوۡ أَشَدَّ ذِكۡرٗاۗ فَمِنَ ٱلنَّاسِ مَن يَقُولُ رَبَّنَآ ءَاتِنَا فِي ٱلدُّنۡيَا وَمَا لَهُۥ فِي ٱلۡأٓخِرَةِ مِنۡ خَلَٰقٖ
როცა მორჩებით თქვენს წეს–ჩვეულებებს, მაშინ ახსენეთ ალლაჰი ისე, როგორც თქვენს მამებს ახსენებდით, ან უფრო ამაღლებულად. ადამიანთა შორის ბევრია ისეთი, ვინც ამბობს: ღმერთო ჩვენო, მოგვმადლე (სიკეთე) ამქვეყნადო, და მას არაფერი ერგება იმქვეყნად.
അറബി ഖുർആൻ വിവരണങ്ങൾ:
وَمِنۡهُم مَّن يَقُولُ رَبَّنَآ ءَاتِنَا فِي ٱلدُّنۡيَا حَسَنَةٗ وَفِي ٱلۡأٓخِرَةِ حَسَنَةٗ وَقِنَا عَذَابَ ٱلنَّارِ
და მათ შორის ბევრია ისეთიც, ვინც ამბობს: ,,ღმერთო ჩვენო, მოგვმადლე სიკეთე ამქვეყნად და სიკეთე – იმქვეყნადაც, და დაგვიფარე სატანჯველისგან ცეცხლისა“.
അറബി ഖുർആൻ വിവരണങ്ങൾ:
أُوْلَٰٓئِكَ لَهُمۡ نَصِيبٞ مِّمَّا كَسَبُواْۚ وَٱللَّهُ سَرِيعُ ٱلۡحِسَابِ
სწორედ მათთვისაა ხვედრი იმისა, რაც მოიღვაწეს, და ალლაჰი მსწრაფლანგარიშმგებია.
അറബി ഖുർആൻ വിവരണങ്ങൾ:
 
പരിഭാഷ അദ്ധ്യായം: ബഖറഃ
സൂറത്തുകളുടെ സൂചിക പേജ് നമ്പർ
 
വിശുദ്ധ ഖുർആൻ പരിഭാഷ - ജോർജിയൻ വിവർത്തനം - പണിപ്പുരയിൽ - വിവർത്തനങ്ങളുടെ സൂചിക

റബ്‌വ ഇസ്‌ലാമിക് ദഅ്വാ ആൻഡ് ഗൈഡൻസ് സെൻററിൻ്റെയും കോൺടെന്റ് ഇൻ ലാംഗ്വേജസ് സർവീസ് അസോസിയേഷൻ്റെയും സഹകരണത്തോടെ മർകസ് റുവാദ് തർജമ വിഭാഗം വിവർത്തനം ചെയ്തത്.

അടക്കുക