Check out the new design

വിശുദ്ധ ഖുർആൻ പരിഭാഷ - ജോർജിയൻ വിവർത്തനം - പണിപ്പുരയിൽ * - വിവർത്തനങ്ങളുടെ സൂചിക


പരിഭാഷ അദ്ധ്യായം: ബഖറഃ   ആയത്ത്:
قُلۡنَا ٱهۡبِطُواْ مِنۡهَا جَمِيعٗاۖ فَإِمَّا يَأۡتِيَنَّكُم مِّنِّي هُدٗى فَمَن تَبِعَ هُدَايَ فَلَا خَوۡفٌ عَلَيۡهِمۡ وَلَا هُمۡ يَحۡزَنُونَ
ვუბრძანეთ: ,,დაეშვით იქიდან ყველა ერთიანად! ვინც გაჰყვება ჩემგან ნაჩვენებ ჭეშმარიტ გზას მაშინ, როცა სწორი გზის მაჩვენებელი მოგევლინებათ, – მათთვის არც შიში იქნება, არცა მწუხარება";
അറബി ഖുർആൻ വിവരണങ്ങൾ:
وَٱلَّذِينَ كَفَرُواْ وَكَذَّبُواْ بِـَٔايَٰتِنَآ أُوْلَٰٓئِكَ أَصۡحَٰبُ ٱلنَّارِۖ هُمۡ فِيهَا خَٰلِدُونَ
– ხოლო ისინი, ვინც არ ირწმუნეს და ცრუდ მიიჩნიეს ჩვენი აიათები, აი, ისინი არიან ცეცხლის მკვიდრნი და იქ იქნებიან მარადჟამს.
അറബി ഖുർആൻ വിവരണങ്ങൾ:
يَٰبَنِيٓ إِسۡرَٰٓءِيلَ ٱذۡكُرُواْ نِعۡمَتِيَ ٱلَّتِيٓ أَنۡعَمۡتُ عَلَيۡكُمۡ وَأَوۡفُواْ بِعَهۡدِيٓ أُوفِ بِعَهۡدِكُمۡ وَإِيَّٰيَ فَٱرۡهَبُونِ
ეი, ისრაელის მოდგმავ! ჩემი წყალობა გაიხსენეთ, რომელიც თქვენთვის მიბოძებია, და ჩემს წინაშე დადებულ აღთქმას უერთგულეთ, რომ აღგისრულოთ თქვენზე დანაპირებიც; (თქვენ) მხოლოდ ჩემი შიში გქონდეთ.
അറബി ഖുർആൻ വിവരണങ്ങൾ:
وَءَامِنُواْ بِمَآ أَنزَلۡتُ مُصَدِّقٗا لِّمَا مَعَكُمۡ وَلَا تَكُونُوٓاْ أَوَّلَ كَافِرِۭ بِهِۦۖ وَلَا تَشۡتَرُواْ بِـَٔايَٰتِي ثَمَنٗا قَلِيلٗا وَإِيَّٰيَ فَٱتَّقُونِ
და ირწმუნეთ ის (ყურანი), რაც ჩამოვავლინე თქვენთან არსებულის (თორას) დამამოწმებლად, ნუ იქნებით მისი პირველი უარმყოფელნი და ნურც გაყიდით ჩემს აიათებს მცირე ფასის სანაცვლოდ. ასე რომ, მხოლოდ ჩემი რიდი გქონდეთ.
അറബി ഖുർആൻ വിവരണങ്ങൾ:
وَلَا تَلۡبِسُواْ ٱلۡحَقَّ بِٱلۡبَٰطِلِ وَتَكۡتُمُواْ ٱلۡحَقَّ وَأَنتُمۡ تَعۡلَمُونَ
არ შემოსოთ სიცრუით ჭეშმარიტება და არც დამალოთ იგი, შეგნებულად.
അറബി ഖുർആൻ വിവരണങ്ങൾ:
وَأَقِيمُواْ ٱلصَّلَوٰةَ وَءَاتُواْ ٱلزَّكَوٰةَ وَٱرۡكَعُواْ مَعَ ٱلرَّٰكِعِينَ
აღასრულეთ ნამაზი, გაიღეთ ზექათი[1] და მოიხარეთ რუქუ'ზე – რუქუ’ზე[2] მყოფებთან ერთად.
[1] ორიგნალი – „ალ-ზექათი“ (الزكاة): სავალდებულო მოწყალებაა, რომელიც გარკვეული ქონების მქონე მუსლიმმა ღარიბებს უნდა დაურიგოს.
[2] ორიგინალი – „რუქუ’“ (ركوع): ნამაზის ერთ-ერთი მოქმედებაა, რომელიც ღვთის მორჩილებისა და თაყვანიცემის ნიშნად წელში მოხრას გულისხმობს. რუქუ’ი–ს მოქმედება 90º-ით წელში მოხრითა და ხელების მუხლებზე დაწყობით სრულდება.
അറബി ഖുർആൻ വിവരണങ്ങൾ:
۞ أَتَأۡمُرُونَ ٱلنَّاسَ بِٱلۡبِرِّ وَتَنسَوۡنَ أَنفُسَكُمۡ وَأَنتُمۡ تَتۡلُونَ ٱلۡكِتَٰبَۚ أَفَلَا تَعۡقِلُونَ
ნუთუ ხალხს სიკეთისკენ მოუწოდებთ, საკუთარ თავთ კი დაივიწყებთ, მითუმეტეს, როცა წიგნს (თორას) კითხულობთ; ნუთუ გონებას არ მოუხმობთ?
അറബി ഖുർആൻ വിവരണങ്ങൾ:
وَٱسۡتَعِينُواْ بِٱلصَّبۡرِ وَٱلصَّلَوٰةِۚ وَإِنَّهَا لَكَبِيرَةٌ إِلَّا عَلَى ٱلۡخَٰشِعِينَ
მოთმინებითა და ნამაზით ეძიეთ ღვთისშემწეობა, – რთულია უთუოდ, ოღონდ არა ღვთისმოშიშთათვის.
അറബി ഖുർആൻ വിവരണങ്ങൾ:
ٱلَّذِينَ يَظُنُّونَ أَنَّهُم مُّلَٰقُواْ رَبِّهِمۡ وَأَنَّهُمۡ إِلَيۡهِ رَٰجِعُونَ
– რომელთაც გულდაჯერებით სწამთ, რომ თავიანთი ღმერთის წინაშე წარსდგებიან; რომ მას დაუბრუნდებიან.
അറബി ഖുർആൻ വിവരണങ്ങൾ:
يَٰبَنِيٓ إِسۡرَٰٓءِيلَ ٱذۡكُرُواْ نِعۡمَتِيَ ٱلَّتِيٓ أَنۡعَمۡتُ عَلَيۡكُمۡ وَأَنِّي فَضَّلۡتُكُمۡ عَلَى ٱلۡعَٰلَمِينَ
ეი, მოდგმავ ისრაელისა! ჩემი წყალობა გაიხსენეთ, რომელიც თქვენთვის მიბოძებია, როცა მე თქვენ სამყაროთა წინაშე გამოგარჩიეთ;
അറബി ഖുർആൻ വിവരണങ്ങൾ:
وَٱتَّقُواْ يَوۡمٗا لَّا تَجۡزِي نَفۡسٌ عَن نَّفۡسٖ شَيۡـٔٗا وَلَا يُقۡبَلُ مِنۡهَا شَفَٰعَةٞ وَلَا يُؤۡخَذُ مِنۡهَا عَدۡلٞ وَلَا هُمۡ يُنصَرُونَ
და რიდი გქონდეთ იმ დღისა, როცა სული სხვა სულს ვერაფერში ემაგივრება, არც მისი შუამდგომლობა მიიღება, არცა სადამხსნელო და ვერც სხვისგან მიიღებს დახმარებას.
അറബി ഖുർആൻ വിവരണങ്ങൾ:
 
പരിഭാഷ അദ്ധ്യായം: ബഖറഃ
സൂറത്തുകളുടെ സൂചിക പേജ് നമ്പർ
 
വിശുദ്ധ ഖുർആൻ പരിഭാഷ - ജോർജിയൻ വിവർത്തനം - പണിപ്പുരയിൽ - വിവർത്തനങ്ങളുടെ സൂചിക

റബ്‌വ ഇസ്‌ലാമിക് ദഅ്വാ ആൻഡ് ഗൈഡൻസ് സെൻററിൻ്റെയും കോൺടെന്റ് ഇൻ ലാംഗ്വേജസ് സർവീസ് അസോസിയേഷൻ്റെയും സഹകരണത്തോടെ മർകസ് റുവാദ് തർജമ വിഭാഗം വിവർത്തനം ചെയ്തത്.

അടക്കുക