მაშ გაიხსენეთ როცა ქვეყნად (მექქაში) იყავით ცოტანი და ჩაგრულნი, გეშინოდათ რომ (ურწმუნო) ხალხის ხელში არ ჩავარდნილიყავით, (ასეთ დროს) მან შეგიფარათ (მედინაში) და მისი დახმარებით ზურგი გაგიმაგრათ (ბედირში), ასევე სხვადასხვა სიკეთეები გიწყალობათ, იქნებ მადლიერნი ყოფილიყავით.
ჰეი თქვენ მორწმუნეებო! შეგნებულად არ უღალატოთ ალლაჰს და შუამავალს და არც თქვენდამი მონდობილ ანაბარს![1]
[1] აქ ანაბარში როგორც ნვთიერი ანაბარი ასევე განდობილი საიდუმლოც იგულისხმება. ზუჰრი და ქელბი გადმოგვცემენ, რომ ეს აიათი ჩამოევლინა აბუ ლუბაბე ჰარუნ ბინ აბდულმუნიზრ ალ-ანსარის შესახებ. ალლაჰის შუამავალს ბენი ყურაიზას გვარის ებრაელები 21 ღამის განმავლობაში ალყაში ყავდა მოქცეული. ალყაში მოქცეულებმა ალლაჰის შუამავალს ﷺ შეუთვალეს, რომ თანახმა იყვნენ იგივე პირობებზე, რა პირობებითაც ბენი ნადრის ებრაელებს შეუთანხმდა. ისინი დამასკოს მიმართულებით ეზრა’ათსა და ერიჰაში გადაასახლეს. ალლაჰის შუამავალმა ﷺ მათ შეუთვალა, რომ მხოლოდ სა’დ ბინ მუაზის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დათანხმებულიყვნენ, თუმცა მათ ამას არ დათანხმდნენ და მათთან მოსალაპარაკებლად აბუ ლუბაბე ბინ აბდულმუნზირის გაგზავნა ითხოვეს, რადგანაც მას მათთან კარგი ურთიერთობა ქონდა. აბუ ლუბაბეს მათთან კარგი ურთიერთობის მიზეზი, ის იყო რომ მისი ქონებაც და შვილებიც მათთან იმყოფებოდა. ალლაჰის შუამავალმა ﷺ მის გაგზავნას დათანხმდა. როდესაც აბუ ლუბაბე მათთან მივიდა მათ კითხეს: ო, აბუ ლუბაბე, რას გვირჩევ სა’დ ბინ მუაზის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დავთანხმდეთ? აბუ ლუბაბემ ხელით ყელი მიანიშნა ანუ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თქვენი სიკვდილით დასჯა იქნებაო. ანუ მათ მიანიშნა, რომ ამ შემოთავაზებას არ დათანხმებულიყვნენ. აბუ ლუბაბემ თქვა: ალლაჰს ვფიცავარ, ეს რომ გავაკეთე, ჯერ კიდევ ერთი ნაბიჯიც არ გადამედგა, მაშინვე გავაცნობიერე, რომ მე ამით ალლაჰსა და მის შუამავალს ვუღალატე. შემდეგ აბუ ლუბაბე მიტრიალდა და წავიდა, თუმცა ალლაჰის შუამავალთან ﷺ აღარ მისულა და მეჩეთში ერთ-ერთ ბოძზე საკუთარი თავი თავისივე ხელით მიაბა და თქვა: ალლაჰს ვფიცავარ რომ სიკვდილამდე არაფერს შევჭამ ან ვიდრე ალლაჰიşარ მაპატიებს. როდესაც მისი ამბავი ალლაჰის შუამავალთან ﷺ მიაღწია შუამავალმა თქვა: „პირდაპირ ჩემთან რომ მოსულიყო მისი პატიებისთვის ვილოცებდი, მაგრამ ახლა ვიდრე ალლაჰი არ აპატიებს მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია.“ აბუ ლუბაბეს შვიდი დღის განმავლობაში არც უჭამია და არც უსმია. შემდეგ გონი დაკარგა და ბოლოს ალლაჰმა აპატია. როდესაც მას უთხრეს, რომ უკვე გეპატიაო, მისი პასუხი ასეთი იყო: არა, ვიდრე ალლაჰის შუამავალი ﷺ არ მოვა და არ ამიშვებს მე ჩემს თავს არ ავუშვებ. შემდეგ ალლაჰის შუამავალი ﷺ მივიდა და თავისი ხელით აუშვა. შემდეგ აბუ ლუბაბემ ალლაჰის შუამავალს ﷺ უთხრა: ო, ალლაჰის შუამავალო! ჩემი სინანულის სრულყოფისათვის მინდა მივატოვო ის მამაპაპური მიწა, რომელზეც ეს ცოდვა ჩავიდინე და სხვაგან გადავსახლდე, ასევე მთელი ჩემი ქონება უნდა მოვიშორო ანუ მოწყალებად დავარიგოო. ალლაჰის შუამავალმა ﷺ მას უთხრა, რომ ამისათვის ქონების ერთი მესამედის გაღება საკმარისი იქნებოდა. იხ. თაფსიირუ ბეღავი.
და იცოდეთ, რომ თქვენი ქონება და შვილები საცდურია,[1] ასევე იცოდეთ, რომ ალლაჰის წინაშეა უდიდესი ჯილდო![2]
[1] ალლაჰი გცდით მათით, მათი სიყვარული გძლევთ თუ ალლაჰის მორჩილება. [2] ამქვეყნიური წარმავალი ქონებისა და შვილების ცდუნებამ არ დაგაკარგვინოს ის უდიდესი და მარადიული ჯილდო, რომელიც ალლაჰის წინაშეა.
ჰეი თქვენ მორწმუნეებო! თუკი ალლაჰის რიდი გექნებათ, ჭემარიტებისა და მცდარის განმასხვავებელი ნიჭით დაგაჯილდოვებთ, დაგიფარავს თქვენს უკეთურობებს და მოგიტევებთ თქვენ. ალლაჰია მფლობელი უდიდესი წყალობისა.
აკი მზაკვრულად მახეს გიგებდნენ ისინი, რომელთაც არ ირწმუნეს, რომ შეებოჭე ან მოეკალი ან გაეძევებინე (მექქადან). მახეს აგებდნენ ისინი, ასევე მახეს აგებდა ალლაჰიც და ალლაჰი ყველაზე კარგი მახის დამგებია.[1]
[1] როდესაც მუჰამმედ შუამავლის ﷺ მოძღვრებას დღითი დღე უფრო მეტი ადამიანი ღებულობდა და ყურეიშელი წარმართები ამას წინ ვეღარ უდგებოდნენ, შეიკრიბნენ ყურეიშელთა ყველა გვარის წარმომადგენლები და ისლამის გავრცელების აღსაკვეთად სხვადასხვა გეგმების განხილვას შეუდგნენ. ისინი მსჯელობდნენ შუამავალი მუჰამმედი ﷺ შეეპყროთ და დაეპატიმრებინეს, მოეკლეს თუ ქალაქიდან გაეძევებინეს. ალლაჰმა მათი მზაკვრული გეგმების შესახებ შუამავალს აცნობა და ღამით აბუ ბექირთან ერთად მედინასკენ ჰიჯრეთის გზას გაუდგა. მდევარისთვის კვალის ასაბნევად და მედინაში უსაფრთხოდ ჩასასვლელად ჯერ სევრის მთაზე ერთ-ერთ გამოქვაბულს შეაფარეს თავი, სადაც სამი დღე დაჰყვეს და შემდეგ მედინაში ჩავიდნენ. იხ. იბნი ისჰაყ, 380-484. როგორც აიათშია ნათქვამი წარმართები შუამავლის წინააღმდეგ მზაკვრულ გეგმებს აწყობდნენ, მაგრამ ალლაჰსაც ქონდა თავისი გეგმა, რომელსაც ვერავინ აჯობებს.
და როდესაც მათ უკითხავენ ჩვენს აიათებს, ისინი ამბობენ: (მსგავსი) ადრეც მოგვისმენია, რომ მოგვენდომებინა უთუოდ შევთხზავდით ამის მსგავსს. ეს ხომ მხოლოდ წინაპართა ლეგენდებია.
და არ იქნება ალლაჰმა დასაჯოს ისინი,[1] როცა შენ იმყოფები მათ შორის, ასევე არ იქნება ალლაჰი მათი დამსჯელი, როდესაც ისინი პატიებას ითხოვენ.
[1] იგულისხმება გამანადგურებელი სასჯელი, რომელსაც ითხოვდნენ ქვების წვიმა ან მსგავსი რისხვა, რომელიც ყველას ერთიანად აღგვიდა პირისაგან მიწისა. ხოლო ამქვეყნიური პატარა სასჯელები მათ არაერთხელ იწვნიეს თავზე, როგორიცაა ბედირის მარცხი, ტყვედ ჩავარდნა, მუსლიმების მხრიდან მექქას აღება და სხვა.
റബ്വ ഇസ്ലാമിക് ദഅ്വാ ആൻഡ് ഗൈഡൻസ് സെൻററിൻ്റെയും കോൺടെന്റ് ഇൻ ലാംഗ്വേജസ് സർവീസ് അസോസിയേഷൻ്റെയും സഹകരണത്തോടെ മർകസ് റുവാദ് തർജമ വിഭാഗം വിവർത്തനം ചെയ്തത്.
Contents of the translations can be downloaded and re-published, with the following terms and conditions:
1. No modification, addition, or deletion of the content.
2. Clearly referring to the publisher and the source (QuranEnc.com).
3. Mentioning the version number when re-publishing the translation.
4. Keeping the transcript information inside the document.
5. Notifying the source (QuranEnc.com) of any note on the translation.
6. Updating the translation according to the latest version issued from the source (QuranEnc.com).
7. Inappropriate advertisements must not be included when displaying translations of the meanings of the Noble Quran.
തിരയൽ ഫലങ്ങൾ:
API specs
Endpoints:
Sura translation
GET / https://quranenc.com/api/v1/translation/sura/{translation_key}/{sura_number} description: get the specified translation (by its translation_key) for the speicified sura (by its number)
Parameters: translation_key: (the key of the currently selected translation) sura_number: [1-114] (Sura number in the mosshaf which should be between 1 and 114)
Returns:
json object containing array of objects, each object contains the "sura", "aya", "translation" and "footnotes".
GET / https://quranenc.com/api/v1/translation/aya/{translation_key}/{sura_number}/{aya_number} description: get the specified translation (by its translation_key) for the speicified aya (by its number sura_number and aya_number)
Parameters: translation_key: (the key of the currently selected translation) sura_number: [1-114] (Sura number in the mosshaf which should be between 1 and 114) aya_number: [1-...] (Aya number in the sura)
Returns:
json object containing the "sura", "aya", "translation" and "footnotes".