იგია, ვინც თიხისგან გაგაჩინათ, შემდეგ დაადგინა აჯალი და მის წინაშეა აჯალი განსაზღვრული.[1] ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ მაინც ეჭვი გეპარებათ.
[1] ჰასან ალ-ბასრის, ყათადესა და დაჰჰაქის განმარტებით, პირველი აჯალი არის დაბადებიდან სიკვდილამდელი, ხოლო მეორე აჯალი - სიკვდილიდან აღდგომამდე დროის მონაკვეთი. მათი ეს განმარტება იბნი აბბასი შემდეგ სიტყვებს ეყრდნობა: ყველა ადამიანს აქვს ორი აჯალი: აჯალი დაბადებიდან სიკვდილამდე და აჯალი სიკვდილიდან აღდგომამდე. თუკი ის იქნება კეთილი, ღვთისმოშიში და ნათესაური ურთიერთობების გამგრძელებელი, მას აღდგომის აჯალიდან ამქვეყნიური სიცოცხლის აჯალზე დაემატება; ხოლო თუკი ცოდვილი და ნათესაური ურთიერთობების გამწყვეტი იქნება, მაშინ ამქვეყნიური სიცოცხლის აჯალიდან აღდგომის აჯალზე დაემატება. მუჯაჰიდისა და სა’იიდ ბინ ჯუბეირის განმარტების თანახმად, პირველი აჯალი არის ამქვეყნიური ცხოვრებისთვის განსაზღვრული დრო; ხოლო მეორე აჯალი - იმქვეყნიური ცხოვრებისთვის განსაზღვრული დროა. იხ. თაფსიირუ ბაღავი.
ნუთუ ვერ ხედავენ, თუ რამდენი თაობა გაგვინადგურებია მათზე ადრე, რომლებსაც ამქვეყნად ისეთი საშუალებები ვუბოძეთ, რაც თქვენთვის არ გვიბოძებია; ზეციდან უხვი ნალექი ჩამოვუვლინეთ და მდინარეები დავადგინეთ მათ ქვემოთ მდენი, შემდეგ თავიანთი ცოდვების გამო გავანადგურეთ და მათ შემდეგ სხვა თაობა გავაჩინეთ.
თუნდაც ფურცელზე დაწერილი წიგნი ჩამოგვევლინა შენთვის და თავიანთი ხელებით შეხებულიყვნენ, მაინც იტყოდნენ ისინი, – ვინც არ ირწმუნეს, – რომ ეს მხოლოდ აშკარა ჯადოაო.[1]
[1] ქელბისა და მუყათილის განმარტების თანახმად, ეს აიათი ნადრ ბინ ალ-ჰარისის, აბდულლაჰ ბინ ბანი უმეიასა და ნავფალ ბინ ჰუდაირის შესახებ ჩამოევლინა. მათ თქვეს: ო, მუჰამმედ! მანამდე არ დაგიჯერებთ, ვიდრე ალლაჰისგან წიგნს არ მოგვიტან, რომელსაც ოთხი ანგელოზი ეხლება და დაამოწმებენ, რომ ეს წიგნი ალლლაჰისგანაა და შენ მისი შუამავალი ხარო. იხ. თაფსიირუ ბაღავი.
მათ თქვეს: ნუთუ ანგელოზი არ უნდა ჩამოვლენილიყო მასთან? მასთან რომ ანგელოზი ჩამოგვევლინა, მაშინ უთუოდ გადაწყდებოდა მათი საქმე და შემდეგ აღარც ედროვებოდათ[1] .
[1] როდესაც ურწმუნოები ითხოვდნენ სასწაულს და მისი აღსრულების მიუხედავად მაინც ჯიუტად აგრძელებდნენ ურწმუნოებას, მათ ყოველთვის გამანადგურებელი სასჯელი ეწეოდათ. ამ აიათშიც ალლაჰი სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ მუჰამმედ შუამავალთან ﷺ მათთვის ხილული ანგელოზებიც რომ ჩამოგვევლინა, ისინი მაინც არ ირწმუნებდნენ, ამიტომ მათი განადგურების საქმე მაშინვე გადაწყდებოდა, არც მონანიების და არც თავის მართლების დრო აღარ მიეცემოდათო.
Contents of the translations can be downloaded and re-published, with the following terms and conditions:
1. No modification, addition, or deletion of the content.
2. Clearly referring to the publisher and the source (QuranEnc.com).
3. Mentioning the version number when re-publishing the translation.
4. Keeping the transcript information inside the document.
5. Notifying the source (QuranEnc.com) of any note on the translation.
6. Updating the translation according to the latest version issued from the source (QuranEnc.com).
7. Inappropriate advertisements must not be included when displaying translations of the meanings of the Noble Quran.
Igisubizo cy'ibyashatswe:
API specs
Endpoints:
Sura translation
GET / https://quranenc.com/api/v1/translation/sura/{translation_key}/{sura_number} description: get the specified translation (by its translation_key) for the speicified sura (by its number)
Parameters: translation_key: (the key of the currently selected translation) sura_number: [1-114] (Sura number in the mosshaf which should be between 1 and 114)
Returns:
json object containing array of objects, each object contains the "sura", "aya", "translation" and "footnotes".
GET / https://quranenc.com/api/v1/translation/aya/{translation_key}/{sura_number}/{aya_number} description: get the specified translation (by its translation_key) for the speicified aya (by its number sura_number and aya_number)
Parameters: translation_key: (the key of the currently selected translation) sura_number: [1-114] (Sura number in the mosshaf which should be between 1 and 114) aya_number: [1-...] (Aya number in the sura)
Returns:
json object containing the "sura", "aya", "translation" and "footnotes".