და მათ, ვინც ირწმუნეს და ჰქმნეს კეთილი, სამოთხეებში შევიყვანთ, რომელთა ქვეშაც – დიან მდინარენი, და იქ იქნებიან მარადჟამს. ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტებაა... და ვინ არის ალლაჰზე უფრო სიტყვამართალი?!
არც თქვენი ოცნებით და არც წიგნბოძებულთა ოცნებით[1] , არამედ: ვინც უკეთურებას გააკეთებს, მას მიეზღვება – იგივე, და ვერც მფარველს ჰპოვებს და ვერც დამხმარეს, გარდა ალლაჰისა.
[1] აიათი ცხადყოფს, რომ სამოთხეში მოხვედრა არც მარტო ოცნებით იქნება და არც ცარიელი სიტყვებით, არამედ საქმით დამსახურებაა მთავარი. მასრუყი, ყათადა და დაჰჰაქი გადმოგვცემენ, რომ აიათი ჩამოევლინა წიგნბოძებულთა და მუსლიმთა საპასუხოდ, რომლებიც თავიანთი სარწმუნოებით იკვეხნიდნენ და უპირატესობის დამტკიცებას ცდილობდნენ. წიგნბოძებულებმა თქვეს: ჩვენი შუამავალი თქვენს შუამავალზე ადრე იყო, ასევე, ჩვენი წიგნი თქვენს წიგნზე ადრეა ჩამოვლენილი, ამიტომ ჩვენ უფრო უპირატესნი ვართ ალლაჰის წინაშეო. მუსლიმებმა უპასუხეს: ჩვენი შუამავალი ბოლო შუამავალია, ჩვენმა წიგნმა გააუქმა სხვა დანარჩენი წიგნები, ჩვენ თქვენი წიგნიც გვწამს, მაგრამ თქვენ არ გწამთ ჩვენი წიგნი, ამიტომ ჩვენ უფრო უპირატესნი ვართო. მუჯაჰიდმა თქვა: წიგნბოძებულებმა თქვეს: ,,ვერ შეგვეხება ცეცხლი ჩვენ, გარდა გათვლილი დღეებისა“; მათ ეკუთვნით შემდეგი სიტყვებიც: „ვერავინ შევა სამოთხეში, გარდა იმისა, ვინცაა იუდეველი ან ნაზარეველი“–ო. იხ. თაფსირუ ბეღავი.
ხოლო ყოველი კაცი თუ ქალი, ვინც სიკეთეს გააკეთებს და მორწმუნეც იქნება, სწორედ ეგენი შევლენ სამოთხეში, და ნაყირისოდენა უსამართლობასაც[1] არ გადაეყრებიან.
[1] ორიგინალი – „ალ-ნაყიირ“ (النقير): ფინიკის კურკაზე არსებული პატარა წერტილი, საიდანაც კვირტი იწყებს გაღვივებას და შემდეგ ყლორტი აღმოცენდება, ანუ ზომით, წონით და ღირებულებით ძალიან პატარა და უმნიშვნელო რამ. მთელი სამყაროს ხელმწიფება ურწმუნოთა ხელში რომ იყოს, იქიდან მორწმუნეთათვის ასეთ პატარა და უმნიშვნელო ნაწილსაც კი არ გაიმეტებენო.ამავე აიათში ისიც ცხადად ჩანს, რომ იმქვეყნიური ანაზღაურება კაცსა და ქალს ექნებათ უნაკლოდ, – ამქვენად გაკეთებული სიკეთის და არა სქესის მიხედვით.
მაშ, ვინაა იმაზე უკეთესი სარწმუნოების მქონე, ვინც ალლაჰს დაუმორჩილა მთელი თავისი პიროვნულობა, კეთილისმქმნელია და გაჰყვა ჰანიფი[1] იბრაჰიმის რჯულს? და იბრაჰიმი ალლაჰმა აირჩია მეგობრად.
[1] ორიგინალი – „ჰანიფი“ (حنيف): ყოველგვარი ცრუ რწმენისა და წარმართული საქმისაგან განდეგილი და ურყევი მონოთეიზმით ჭეშმარიტებისკენ მლტოლვარე.
განმარტებას გთხოვენ ქალების შესახებ, – უთხარი: ალლაჰი განგიმარტავთ მათ შესახებ და იმაზეც, რაც წიგნში გეკითხებათ –ობოლი ქალების შესახებ, რომლებსაც არ აძლევთ იმას, რაც დაგეკისრათ და ისე ცდილობთ მათ შერთვას, და უძლური ბავშვების შესახებაც, – სამართლიანი რომ უნდა იყოთ ობლების მიმართ. ხოლო რა სიკეთესაც გააკეთებთ, ჭეშმარიტად, – იცის ის ალლაჰმა.
Contents of the translations can be downloaded and re-published, with the following terms and conditions:
1. No modification, addition, or deletion of the content.
2. Clearly referring to the publisher and the source (QuranEnc.com).
3. Mentioning the version number when re-publishing the translation.
4. Keeping the transcript information inside the document.
5. Notifying the source (QuranEnc.com) of any note on the translation.
6. Updating the translation according to the latest version issued from the source (QuranEnc.com).
7. Inappropriate advertisements must not be included when displaying translations of the meanings of the Noble Quran.
සෙවීමේ ප්රතිඵල:
API specs
Endpoints:
Sura translation
GET / https://quranenc.com/api/v1/translation/sura/{translation_key}/{sura_number} description: get the specified translation (by its translation_key) for the speicified sura (by its number)
Parameters: translation_key: (the key of the currently selected translation) sura_number: [1-114] (Sura number in the mosshaf which should be between 1 and 114)
Returns:
json object containing array of objects, each object contains the "sura", "aya", "translation" and "footnotes".
GET / https://quranenc.com/api/v1/translation/aya/{translation_key}/{sura_number}/{aya_number} description: get the specified translation (by its translation_key) for the speicified aya (by its number sura_number and aya_number)
Parameters: translation_key: (the key of the currently selected translation) sura_number: [1-114] (Sura number in the mosshaf which should be between 1 and 114) aya_number: [1-...] (Aya number in the sura)
Returns:
json object containing the "sura", "aya", "translation" and "footnotes".