Check out the new design

แปล​ความหมาย​อัลกุรอาน​ - คำแปลภาษาจอร์เจีย (อยู่ระหว่างการแปล) * - สารบัญ​คำแปล


แปลความหมาย​ อายะฮ์: (157) สูเราะฮ์: Al-A‘rāf
ٱلَّذِينَ يَتَّبِعُونَ ٱلرَّسُولَ ٱلنَّبِيَّ ٱلۡأُمِّيَّ ٱلَّذِي يَجِدُونَهُۥ مَكۡتُوبًا عِندَهُمۡ فِي ٱلتَّوۡرَىٰةِ وَٱلۡإِنجِيلِ يَأۡمُرُهُم بِٱلۡمَعۡرُوفِ وَيَنۡهَىٰهُمۡ عَنِ ٱلۡمُنكَرِ وَيُحِلُّ لَهُمُ ٱلطَّيِّبَٰتِ وَيُحَرِّمُ عَلَيۡهِمُ ٱلۡخَبَٰٓئِثَ وَيَضَعُ عَنۡهُمۡ إِصۡرَهُمۡ وَٱلۡأَغۡلَٰلَ ٱلَّتِي كَانَتۡ عَلَيۡهِمۡۚ فَٱلَّذِينَ ءَامَنُواْ بِهِۦ وَعَزَّرُوهُ وَنَصَرُوهُ وَٱتَّبَعُواْ ٱلنُّورَ ٱلَّذِيٓ أُنزِلَ مَعَهُۥٓ أُوْلَٰٓئِكَ هُمُ ٱلۡمُفۡلِحُونَ
რომლებიც მიჰყვებიან შუამავალს, წერა-კითხვის უცოდინარ მაცნეს,[1] რომელსაც თავისთან პოულობენ ჩაწერილს თევრათსა და ინჯილში,[2] ის მათ უბრძანებს სიკეთეს და უკრძალავ უკეთურებას, ჰალალად უწესებს სპეტაკსა და ჰარამად უწესებს უწმინდურსა, ასევე მათ ათავისუფლებს სირთულისა და უღლისგან, რომელიც მათ ედგათ,[3] და რომლებმაც ირწმუნეს მისი, დააფასეს იგი, მხარში დაუდგნენ და გაჰყვნენ იმ ნათელს, რომელიც მასთან ერთად ჩამოევლინა,[4] სწორედ ეგენი არიან გადარჩენილნი.
[1] მუჰამმედ შუამავალი ﷺ, რომელმაც წერა-კითხვა არ იცოდა და არანაირი განათლება არ მიუღია. ის ერთ-ერთ ჰადისში ამბობს: „ჩვენ გაუნათლებელი საზოგადოება ვართ, არც წერა ვიცით და არც ანგარიში.“ (ბუხარი, სავმ 13/1913.)
[2] ‘ატა ბინ იესარი გადმოგვცემს: ერთხელ ‘აბდულლაჰ ბინ ომარს შევხვდი და ვუთხარი: ალლაჰის შუამავლის დახასიათების შესახებ მიამბე, რომელიც თევრათშია აღწერილი. მან მითხრა: კარგი, ალლაჰს ვფიცავარ, რომ ის თევრათში ზოგიერთი იმ თვისებებითაა დახასიათებული, რომლებითაც ყყურანშია. ო, მაცნეო! უეჭველად ჩვენ წარგგზავნეთ მოწმედ, მახარობლად, გამფრთხილებლად და წერა-კითხვის უცოდინართა (უღონოთა) მფარველად. შენ ჩემი მსახური ხარ, ამასთანავე ჩემი შუამავალი, მე შენ მუთევექქილი გიწოდე. ის არ არის უკმეხი არც უხეში, ის არ ყვირის ბაზრებში, ის ბოროტებას ბოროტებითვე არ პასუხობს, თუმცა მიმტევებელი და მპატიებელია. ალლაჰი მანამდე არ მიიბარებს მის სულს, ვიდრე მისი მეშვეობით მრუდე გზაზე მყოფ საზოგადოებას არ გამოასწორებს და არ იტყვიან, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა. მისი მეშვეობით გაახელს ბრმა თვალებს, გახსნის ყრუთა სმენას და დახშულ გულებს. (ბუხარი, ბუიუ’ 50/2125.)
[3] სხვადასხვა ბრძანებები და აკრძალვები, რომლებიც მათ რელიგიურად ქონდათ დაკისრებული და გარკვეულ სირთულეებს შეიცავდა მათი დაცვა და შესრულება.
[4] ყურანი.
ตัฟสีรต่างๆ​ ภาษาอาหรับ:
 
แปลความหมาย​ อายะฮ์: (157) สูเราะฮ์: Al-A‘rāf
สารบัญสูเราะฮ์ หมายเลข​หน้า​
 
แปล​ความหมาย​อัลกุรอาน​ - คำแปลภาษาจอร์เจีย (อยู่ระหว่างการแปล) - สารบัญ​คำแปล

แปลโดยทีมงานศูนย์แปลรุว๊าด ร่วมกับสมาคมการเผยแพร่ศาสนาอิสลามที่รอบวะฮ์ และสมาคมบริการเนื้อหาอิสลามด้วยภาษาต่าง ๆ

ปิด