არ გაკისრებთ ალლაჰი პასუხისმგებლობას ფუჭსიტყვოვან (გაუცნობიერებელ) ფიცზე, თუმცა პასუხისმგებლობას გაკისრებთ იმაზე, რაც მოიხვეჭა თქვენმა გულებმა. ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია, ლმობიერი.
ვინც დაიფიცონ, რომ თავიანთ ცოლებს აღარ ეთანაცხოვრებიან, – მათთვის ლოდინი – ოთხი თვე, ხოლო თუ დაუბრუნდნენ, ჭეშმარიტად, ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია, მწყალობელი.
ქმარგაცილებულმა ქალებმა თავი შეიკავონ (ქორწინებისგან) სამი ციკლის ვადით[1] . მათთვის, – თუკი სწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, – ნებადართული არ არის, არანაირად, – იმის დამალვა, რაც ალლაჰმა გააჩინა თავიანთ საშვილოსნოებში[2] . ამ დროში მათთან დაბრუნებას თავიანთი ქმრები უფრო იმსახურებენ, თუკი გამოსწორებას მოინდომებენ. მათ (ცოლებს) აქვთ გარკვეული უფლებები, იმის თანაბარი, როგორი პასუხისმგებლობებიც აკისრიათ (ქმრების წინაშე), თუმცა მამაკაცები მათზე მაღალ საფეხურს ფლობენ[3] . ალლაჰი უძლეველია; ბრძენია.
[1] ორიგინალი – „ყურუ’“ (قروء): ეს სიტყვა ვთარგმნეთ, როგორც ციკლი, რადგანაც მას ორი მნიშვნელობა აქვს – დედათა წესის ციკლი და სუფთად ყოფნის ციკლი. აქედან გამომდინარე ეს სიტყვა საჰაბეთა ნაწილმა განმარტა, როგორც დედათა წესის ციკლი, ნაწილმა კი სუფთად ყოფნის ციკლი, რაც სწავლულებსა და მეზჰებებს შორის აზრთა სხვადასხვაობას დაედო საფუძვლად. აღნიშნულის გათვალისწინებით, აიათის თარგმანის მნიშვნელობაიქნება – ქმარგაცილებულმა ქალებმა ქორწინებისგან თავი შეიკავონ დედათწესობის ან სუფთად ყოფნის სამი ციკლის ვადით. [2] ფეხმძიმობა ან დედათა წესი. [3] ეს მაღალი საფეხურებია: ოჯახის მმართველობა და ფინანსური უზრუნველყოფა; ჯიჰადი და უსაფრთხოებისთვის ზრუნვა; იმამობა; მემკვიდრეობიდან ერთით მეტი წილი და მსგავსი საკითხები, რაც მხოლოდ მამაკაცებისთვისაა დაწესებული.
გაყრა (უკანდაბრუნების უფლებამოსილებით) ორჯერაა (ნებადართული). ამის შემდეგ (ქმარმა): უნდა შეინახოს სამართლიანად ანდა გაუშვას სიკეთით. იმისგან (საჩუქრებისგან), რაც მათთვის (ცოლებისთვის) მიგიციათ, არაფრის უკან აღება ჰალალი არ არის თქვენთვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ორივე შიშობს, რომ ვერ დაიცავენ ალლაჰის მიერ დადგენილ საზღვრებს[1] , და თუ შიშობენ, რომ ვერ დაიცავენ ალლაჰის მიერ დადგენილ საზღვრებს, მაშინ ცოდვად არ დაედებათ იმის გამო, რითაც ქალმა თავი დაიხსნა. აი, ესაა ალლაჰის მიერ დადგენილი საზღვრები და ნუ გადალახავთ მას. ვინც ალლაჰის მიერ დადგენილი საზღვრები გადალახეს, სწორედ ისინი არიან უსამართლონი.
[1] თუ ხასიათთა შეუთავსებლობის გამო ქალს არ უყვარს ქმარი და შიშობს, რომ მასთან დარჩენის შემთხვევაში ვერ დაიცავს ალლაჰის მიერ დაწესებულ საზღვრებს; ასევე, ქმარიც ცოლის ამგვარი საქციელის გამო შიშობს, რომ მასთან ამგვარად ცხოვრების გაგრძელების შემთხვევაში ვერ დაიცავს ალლაჰის მიერ დადგენილ საზღვრებს, – მაშინ ქმარს შეუძლია უკან დაიბრუნოს მთლიანი ან ნაწილი მეჰრისა და ცოლს გაეყაროს.
ხოლო იმის შემდეგ, – თუ ქალს გაეყრება (მესამედაც), – მისთვის ჰალალი აღარ იქნება ის (უკან დაიბრუნოს), ვიდრე სხვა ქმარი არ შეირთავდეს, და თუ (ეს კაციც) გაეყრება მას, მაშინ მათ ცოდვად აღარ დაედოთ ერთმანეთთან დაბრუნება – თუკი ფიქრობენ, რომ (ამის შემდეგ) ალლაჰის მიერ დადგენილ საზღვრებს დაიცავენ. აი, ესაა ალლაჰის მიერ დადგენილი საზღვრები, რასაც ცხადყოფს ხალხისთვის, რომლებმაც იციან.
Salin ng mga Kahulugan ng Marangal na Qur'an - Salin sa Wikang Georgiano - Patuloy na Ginagawa - Indise ng mga Salin
Isinalin ito ng isang pangkat ng Sentro ng Rowad sa Pagsasalin sa pakikipagtulungan ng Samahan ng Da‘wah sa Rabwah at Samahan ng Paglilingkod sa Nilalamang Islāmiko sa mga Wika.
Contents of the translations can be downloaded and re-published, with the following terms and conditions:
1. No modification, addition, or deletion of the content.
2. Clearly referring to the publisher and the source (QuranEnc.com).
3. Mentioning the version number when re-publishing the translation.
4. Keeping the transcript information inside the document.
5. Notifying the source (QuranEnc.com) of any note on the translation.
6. Updating the translation according to the latest version issued from the source (QuranEnc.com).
7. Inappropriate advertisements must not be included when displaying translations of the meanings of the Noble Quran.
Mga Resulta ng Paghahanap:
API specs
Endpoints:
Sura translation
GET / https://quranenc.com/api/v1/translation/sura/{translation_key}/{sura_number} description: get the specified translation (by its translation_key) for the speicified sura (by its number)
Parameters: translation_key: (the key of the currently selected translation) sura_number: [1-114] (Sura number in the mosshaf which should be between 1 and 114)
Returns:
json object containing array of objects, each object contains the "sura", "aya", "translation" and "footnotes".
GET / https://quranenc.com/api/v1/translation/aya/{translation_key}/{sura_number}/{aya_number} description: get the specified translation (by its translation_key) for the speicified aya (by its number sura_number and aya_number)
Parameters: translation_key: (the key of the currently selected translation) sura_number: [1-114] (Sura number in the mosshaf which should be between 1 and 114) aya_number: [1-...] (Aya number in the sura)
Returns:
json object containing the "sura", "aya", "translation" and "footnotes".