Check out the new design

Salin ng mga Kahulugan ng Marangal na Qur'an - Salin sa Wikang Georgiano - Patuloy na Ginagawa * - Indise ng mga Salin


Salin ng mga Kahulugan Ayah: (187) Surah: Al-Baqarah
أُحِلَّ لَكُمۡ لَيۡلَةَ ٱلصِّيَامِ ٱلرَّفَثُ إِلَىٰ نِسَآئِكُمۡۚ هُنَّ لِبَاسٞ لَّكُمۡ وَأَنتُمۡ لِبَاسٞ لَّهُنَّۗ عَلِمَ ٱللَّهُ أَنَّكُمۡ كُنتُمۡ تَخۡتَانُونَ أَنفُسَكُمۡ فَتَابَ عَلَيۡكُمۡ وَعَفَا عَنكُمۡۖ فَٱلۡـَٰٔنَ بَٰشِرُوهُنَّ وَٱبۡتَغُواْ مَا كَتَبَ ٱللَّهُ لَكُمۡۚ وَكُلُواْ وَٱشۡرَبُواْ حَتَّىٰ يَتَبَيَّنَ لَكُمُ ٱلۡخَيۡطُ ٱلۡأَبۡيَضُ مِنَ ٱلۡخَيۡطِ ٱلۡأَسۡوَدِ مِنَ ٱلۡفَجۡرِۖ ثُمَّ أَتِمُّواْ ٱلصِّيَامَ إِلَى ٱلَّيۡلِۚ وَلَا تُبَٰشِرُوهُنَّ وَأَنتُمۡ عَٰكِفُونَ فِي ٱلۡمَسَٰجِدِۗ تِلۡكَ حُدُودُ ٱللَّهِ فَلَا تَقۡرَبُوهَاۗ كَذَٰلِكَ يُبَيِّنُ ٱللَّهُ ءَايَٰتِهِۦ لِلنَّاسِ لَعَلَّهُمۡ يَتَّقُونَ
მარხვის ღამეებში ნება დაგერთოთ თქვენს ქალებთან სიახლოვისა. ისინი სამოსელნია თქვენი და თქვენც სამოსელნი ხართ მათი. ალლაჰმა იცოდა, რომ საკუთარ სულებს უღალატებდით (თუ ნებას არ დაგრთავდით, მაინც იურთიერთებდით) თქვენ, ამიტომ მიიღო თქვენი სინანული და მოგიტევათ. აწი შეგიძლიათ ეთანაცხოვროთ მათ და ეძიოთ იგი, რაც ალლაჰმა დაგიწერათ. ჭამეთ და სვით, ვიდრე განთიადის თეთრი ძაფი შავი ძაფისაგან[1] განირჩეოდეს თქვენთვის და შემდეგ საღამომდე მარხვა დაიცავით, და ნუ ეთანაცხოვრებით მათ, როცა თქვენ ი’თიქაფს[2] ასრულებთ მეჩეთებში... – ესენი ალლაჰის საზღვრებია და ნუ მიუახლოვდებით მათ. ასე განუმარტავს ალლაჰი ხალხს თავის აიათებს, რომ იქნებ რიდი ჰქონდეთ მათ.
[1] აიათში ხსენებული შავი და თეთრი ძაფი დილის სინათლესა და ღამის სიბნელეს გულისხმობს.
[2] ორიგინალი – „ი’თიქაფ“ (اعتكاف): რამადანის ბოლო ათ დღეში ერთი ან რამდენიმე დღით მეჩეთში ღვთისმსახურებისთვის განმარტოება. ი’თიქაფის შემსრულებელი მთელ დღეებს ღვთისმსახურებაში ატარებს, იქვე ჭამს, სვამს და ძინავს. მხოლოდ საპირფარეშოს, აბდესისა და დიდი აბდესისთვის შეუძლია მეჩეთიდან გამოსვლა. ი’თიქაფის შემსრულებელი ამქვეყნიურ საქმეებს ივიწყებს და მთელ დროს ლოცვას, ყურანის კითხვას, ზიქრს/ალლაჰის ხსენებას და ვედრებას უთმობს.
Ang mga Tafsir na Arabe:
 
Salin ng mga Kahulugan Ayah: (187) Surah: Al-Baqarah
Indise ng mga Surah Numero ng Pahina
 
Salin ng mga Kahulugan ng Marangal na Qur'an - Salin sa Wikang Georgiano - Patuloy na Ginagawa - Indise ng mga Salin

Isinalin ito ng isang pangkat ng Sentro ng Rowad sa Pagsasalin sa pakikipagtulungan ng Samahan ng Da‘wah sa Rabwah at Samahan ng Paglilingkod sa Nilalamang Islāmiko sa mga Wika.

Isara