Salin ng mga Kahulugan ng Marangal na Qur'an - Salin sa Wikang Georgiano * - Indise ng mga Salin


Salin ng mga Kahulugan Ayah: (154) Surah: Āl-‘Imrān
ثُمَّ أَنزَلَ عَلَيۡكُم مِّنۢ بَعۡدِ ٱلۡغَمِّ أَمَنَةٗ نُّعَاسٗا يَغۡشَىٰ طَآئِفَةٗ مِّنكُمۡۖ وَطَآئِفَةٞ قَدۡ أَهَمَّتۡهُمۡ أَنفُسُهُمۡ يَظُنُّونَ بِٱللَّهِ غَيۡرَ ٱلۡحَقِّ ظَنَّ ٱلۡجَٰهِلِيَّةِۖ يَقُولُونَ هَل لَّنَا مِنَ ٱلۡأَمۡرِ مِن شَيۡءٖۗ قُلۡ إِنَّ ٱلۡأَمۡرَ كُلَّهُۥ لِلَّهِۗ يُخۡفُونَ فِيٓ أَنفُسِهِم مَّا لَا يُبۡدُونَ لَكَۖ يَقُولُونَ لَوۡ كَانَ لَنَا مِنَ ٱلۡأَمۡرِ شَيۡءٞ مَّا قُتِلۡنَا هَٰهُنَاۗ قُل لَّوۡ كُنتُمۡ فِي بُيُوتِكُمۡ لَبَرَزَ ٱلَّذِينَ كُتِبَ عَلَيۡهِمُ ٱلۡقَتۡلُ إِلَىٰ مَضَاجِعِهِمۡۖ وَلِيَبۡتَلِيَ ٱللَّهُ مَا فِي صُدُورِكُمۡ وَلِيُمَحِّصَ مَا فِي قُلُوبِكُمۡۚ وَٱللَّهُ عَلِيمُۢ بِذَاتِ ٱلصُّدُورِ
მწუხარების შემდეგ (ალლაჰმა) თქვენში ძილის მომგვრელი სიმშვიდე ჩამოავლინა, რომელმაც ერთი ჯგუფი მოიცვა თქვენგან, ხოლო მეორე ჯგუფს მხოლოდ თავიანთი სულები ადარდებდათ. ისინი ალლაჰის შესახებ უსამართლოდ ფიქრობდნენ – უმეცრულ ფიქრებს აუყვნენ და ამბობდნენ: ,,განა ვფლობთ ჩვენ რამეს ამ საქმეში?" უთხარი: ჭეშმარიტად, ეს საქმე მთლიანად ალლაჰს ეკუთვნისო. (ისინი) თავიანთ სულებში მალავენ იმას, რასაც შენ არ გიმხელენ. (გულში) ამბობენ: ჩვენი ნებით რომ ყოფილიყო რაიმე ამ საქმეში, მაშინ აქ არ დავიღუპებოდითო. უთხარი: ,,საკუთარ სახლებშიც რომ ყოფილიყავით, ვისთვისაც სიკვდილი იყო დაწერილი, ისინი მაინც გავიდოდნენ იქ, სადაც უნდა დაღუპულიყვნენ". თქვენს მკერდებში არსებულის გამოსაცდელად და თქვენს გულებში არსებულის განსაწმენდად ჰქმნა ალლაჰმა ეს ყოველივე. ალლაჰი მცოდნეა თქვენი გულისხმისა*.
*უჰუდის ბრძოლაში, იმ საშინელი გარემოს, ჭრილობებისა და ტკივილების მიუხედავად, უზენაესმა ალლაჰმა გულწრფელ მორწმუნეებს მსუბუქი ძილი მოუვლინა, რითაც მათი გულები დაამშვიდა, შიში გაუქრო და უფრო გაამხნევა. როგორც აბუ ტალჰა გადმოგვცემს, ბრძოლის ველზე ძილმორეულობის გამო რამდენჯერმე ხმალი ხელიდან დაუვარდა (ბუხარი, თაფსიირ, ჰ.ნ. 4562.). ბუნებრივ მდგომარეობაში, ადამიანს ძლიერი შიშის გამო ძილი არც მიეკარება, თუმცა მორწმუნეები უზენაესმა ალლაჰმა ასეთი წყალობით დააჯილდოვა. ასეთ სიტუაციაში ძილის მორევა მათი გულების სიმშვიდეზე მეტყველებს. მაგალითად, უზენაესი ალლაჰი ენფაალ სურას 11-ე აიათში, ბადრის ბრძოლის შესახებაც იგივეს ბრძანებს: „მან თვლემა მოგგვარათ სიმშვიდედ“ იხ. თაფსიირუ იბნ ქესიირ. მუნააფიყები მორწმუნეებისგან განსხვავებით შიშით დაძრწოდნენ. ისინი მხოლოდ საკუთარ სულებზე და ნადავლის მოპოვებაზე ფიქრობდნენ.
Ang mga Tafsir na Arabe:
 
Salin ng mga Kahulugan Ayah: (154) Surah: Āl-‘Imrān
Indise ng mga Surah Numero ng Pahina
 
Salin ng mga Kahulugan ng Marangal na Qur'an - Salin sa Wikang Georgiano - Indise ng mga Salin

Salin ng mga Kahulugan ng Marangal na Qur'an sa wikang Georgiano. Patuloy ang gawain dito sa pangangasiwa ng Sentro ng Rowad sa Pagsasalin. Pinapayagan ang pagtingin sa limang bahagi nito.

Isara