Salin ng mga Kahulugan ng Marangal na Qur'an - Salin sa Wikang Georgiano * - Indise ng mga Salin


Salin ng mga Kahulugan Ayah: (55) Surah: Āl-‘Imrān
إِذۡ قَالَ ٱللَّهُ يَٰعِيسَىٰٓ إِنِّي مُتَوَفِّيكَ وَرَافِعُكَ إِلَيَّ وَمُطَهِّرُكَ مِنَ ٱلَّذِينَ كَفَرُواْ وَجَاعِلُ ٱلَّذِينَ ٱتَّبَعُوكَ فَوۡقَ ٱلَّذِينَ كَفَرُوٓاْ إِلَىٰ يَوۡمِ ٱلۡقِيَٰمَةِۖ ثُمَّ إِلَيَّ مَرۡجِعُكُمۡ فَأَحۡكُمُ بَيۡنَكُمۡ فِيمَا كُنتُمۡ فِيهِ تَخۡتَلِفُونَ
აკი, ალლაჰმა უთხრა: ეი, ‘ისა! მე ვარ შენი მომკვდინებელიც, ჩემს წინაშე ამამაღლებელიცა და ურწმუნოთაგან მხსნელიც*. ხოლო მათ, ვინც შენი მიმყოლია, უმაღლესვყოფ ურწმუნოებზე – დღემდე განკითხვისა, ბოლოს კი ჩემთან დაბრუნდებით და განვსჯი თქვენ შორის იმას, რაზეც უთანხმოებდით.
*როდესაც იუდეველები ‘ისას عليه السلام სიცოცხლის ხელყოფას მზაკვრულად გეგმავდნენ, ალლაჰმა ამ სიტყვებით ‘ისას ამცნო, რომ მას მხოლოდ ალლაჰი მოაკვდენდა და სხვა ვერას დააკლებდა. სწავლულთა უმრავლესობის განმარტებით, აიათში ხსნებული მოკვდინება, ზეცაში ამაღლება და ურწმუნოებისგან ხსნა–განწმენდა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით არ არის მოთხრობილი. ისლამის სწავლების თანახმად, ‘ისა عليه السلام ზეცაში სულთან და სხეულთან ერთად, ცოცხალი ამაღლდა. ის ბოლო ჟამს დედამიწაზე დაეშვება და შემდეგ მოხდება მისი მოკვდინება ისე, როგორც სხვა ადამიანები კვდებიან. ასევე არის რამდენიმე განსხვავებული განმარტებაც, რომლებიც სიტყვა „მუთევეფფიიქე“-ს (متوفيك) შესაძლო სხვა მნიშვნელობებს ეყრდნობიან. ამ სიტყვის პირდაპირი და ძირითადი მნიშვნელობაა გარდაცვალება. გარდა ამისა, კონტექსტის მიხედვით, შესაძლებელია გამოყენებული იქნას შემდეგი მნიშვნელობებითაც: „სრულად აღება“ ან „დაძინება“. აღნიშნული მნიშვნელობებიდან გამომდინარე მუფესსირთა ნაწილი ფიქრობს, რომ აქ იგულისხმება ‘ისას عليه السلام დედამიწიდან სხეულითა და სულით მთლიანად აღება და ზეცაში ამაღლება, სწავლულთა ნაწილს კი მიაჩნია, რომ ‘ისამ عليه السلام ღვთის ნებით დაიძინა და მძინარე მდგომარეობაში მოხდა მისი ამაღლება. სურა ენ’ამ-ის 60-ე აიათში ალლაჰი ბრძანებს: „იგია, რომელიც გაკვდინებთ ღამით“, რაც იგულისხმობს: ,,იგია, რომელიც ძილს გგვრით ღამით".
Ang mga Tafsir na Arabe:
 
Salin ng mga Kahulugan Ayah: (55) Surah: Āl-‘Imrān
Indise ng mga Surah Numero ng Pahina
 
Salin ng mga Kahulugan ng Marangal na Qur'an - Salin sa Wikang Georgiano - Indise ng mga Salin

Salin ng mga Kahulugan ng Marangal na Qur'an sa wikang Georgiano. Patuloy ang gawain dito sa pangangasiwa ng Sentro ng Rowad sa Pagsasalin. Pinapayagan ang pagtingin sa limang bahagi nito.

Isara