აი, შუამავლები! უპირატესვყავით მათგან ზოგიერთი – ზოგიერთის მიმართ. მათ შორის არიან ისეთნი, ვისაც ალლაჰი ესაუბრა და მათ ნაწილს პატივიც აუმაღლა, და მერიემის ძე ‘ისასაც ვუბოძეთ ცხადი მტკიცებულებები და წმინდა სულით (ჯიბრილ ანგელოზით) განვამტკიცეთ იგი. ალლაჰს რომ ენება, არ დახოცავდნენ ერთმანეთს მათ შემდგომ მყოფნი, იმის მერე, რაც უკვე მიიღეს ცხადი მტკიცებულებანი, თუმცა უთანხმოებაში აღმოჩნდნენ, და მათ შორის არიან ისეთნი, ვინც ირწმუნეს, და მათ შორის არიან – ვინც უარყვეს. ალლაჰს რომ ენება, არ დახოცავდნენ ერთმანეთს ისინი, მაგრამ ალლაჰი იქმს იმას, რასაც ინებებს.
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ვიდრე დადგებოდეს დღე, რომელშიც არც ვაჭრობა გაჭრის, არც მეგობრობა და არც შუამდგომლობა, მანამ გაიღეთ ღვთივსათნოდ ის, რაც თქვენთვის სარჩოდ გვიწყალობებია. რაც შეეხებათ ურწმუნოებს, – ისინი არიან უსამართლონი.
ალლაჰი... – არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი – მარად ცოცხლისა და მსუფევისა; მას არც ჩასთვლემს, არც ჩაეძინება; მის კუთვნილებაშია, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა; მის წინაშე ვინ იშუამდგომლებს მისივე ნების გარეშე?! მან იცის, რაც იყო მათ უწინ და რაც იქნება მათ შემდგომ; მის ცოდნაში ვერაფერს შესწვდებიან, გარდა იმისა, რასაც თვითონ ინებებს; მისი ქურსი[1] ცათა და ქვეყანას გარემოიცავს და მას არ უმძიმს დაცვა მათი; ისაა უზენაესი და უბადლოდ დიდებული.
[1] ორიგინალი – „ალ-ქურს“ (الكرسي): პირდაპირი მნიშვნელობით ესაა დასაჯდომი საშუალება, ტახტი, ერთმანეთზე შემოწყობილი საფეხურები, ტრიბუნა. ალლაჰის ქურსთან დაკავშირებით მრავალ სხვადასხვა განმარტებებას ვპოულობთ, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმეს მოყვანით შემოვიფარგლებით, რომელიც საჰაბეებსა და პირველი თაობის სწავლულებს ეკუთვნით: 1. აბდულლაჰ იბნი აბბასისა და სა’დ ბინ ჯუბეირის გადმოცემის თანახმად, ეს არის ალლაჰის ცოდნა; იმამი ტაბერიც ამ შეხედულებას ირჩევს. 2. აბუ მუსას, სუდდის, დაჰჰაქისა და მუსლიმ ალ-ბატიინის გადმოცემის თანახმად, ეს არის ადგილი, სადაც ღმერთს ფეხები უდევს. 3. ჰასან ალ-ბასრის გადმოცემის მიხედვით, ქურსი იგივეა, რაც ‘არში. იხ. თაფსირუ ტაბერი.
სარწმუნოებაში იძულება არ არსებობს, უკვე გამოერჩია ჭეშმარიტება ცდომილებისგან. ხოლო ვინც უარყოს ტაღუთი[1] და ირწმუნოს ალლაჰი, ის მართლაც ჩაეჭიდოს მტკიცე რგოლს, რომელსაც გაწყვეტა არ უწერია. ალლაჰი ყოვლის მსმენი და მცოდნეა.
[1] ორიგინალი – „ალ-ტაღუთ“ (الطاغوت): სიტყვის ფუძის მნიშვნელობაა ზღვარსგადასულობა, ურჩობა ან ურჩობის გამომწვევი მიზეზი. ძირითადად გამოიყენება სატანის, კერპის და ყოველივე იმის აღსანიშნავად, რაც ადამიანს ღვთისკენ მიმავალ გზაზე ეღობება და ღვთის ნაცვლად თავისი მორჩილების არჩევანს უქმნის ან ამ მორჩილებისკენ უბძგებს; ან იმის აღსანიშნავად, რაც შეიძლება გახდეს ზღვარგადასულობისა და ურჩობის მიზეზი.
Contents of the translations can be downloaded and re-published, with the following terms and conditions:
1. No modification, addition, or deletion of the content.
2. Clearly referring to the publisher and the source (QuranEnc.com).
3. Mentioning the version number when re-publishing the translation.
4. Keeping the transcript information inside the document.
5. Notifying the source (QuranEnc.com) of any note on the translation.
6. Updating the translation according to the latest version issued from the source (QuranEnc.com).
7. Inappropriate advertisements must not be included when displaying translations of the meanings of the Noble Quran.
Kết quả tìm kiếm:
API specs
Endpoints:
Sura translation
GET / https://quranenc.com/api/v1/translation/sura/{translation_key}/{sura_number} description: get the specified translation (by its translation_key) for the speicified sura (by its number)
Parameters: translation_key: (the key of the currently selected translation) sura_number: [1-114] (Sura number in the mosshaf which should be between 1 and 114)
Returns:
json object containing array of objects, each object contains the "sura", "aya", "translation" and "footnotes".
GET / https://quranenc.com/api/v1/translation/aya/{translation_key}/{sura_number}/{aya_number} description: get the specified translation (by its translation_key) for the speicified aya (by its number sura_number and aya_number)
Parameters: translation_key: (the key of the currently selected translation) sura_number: [1-114] (Sura number in the mosshaf which should be between 1 and 114) aya_number: [1-...] (Aya number in the sura)
Returns:
json object containing the "sura", "aya", "translation" and "footnotes".