Bản dịch ý nghĩa nội dung Qur'an - Dịch thuật tiếng Georgia * - Mục lục các bản dịch


Ý nghĩa nội dung Câu: (52) Chương: Chương Al-An-'am
وَلَا تَطۡرُدِ ٱلَّذِينَ يَدۡعُونَ رَبَّهُم بِٱلۡغَدَوٰةِ وَٱلۡعَشِيِّ يُرِيدُونَ وَجۡهَهُۥۖ مَا عَلَيۡكَ مِنۡ حِسَابِهِم مِّن شَيۡءٖ وَمَا مِنۡ حِسَابِكَ عَلَيۡهِم مِّن شَيۡءٖ فَتَطۡرُدَهُمۡ فَتَكُونَ مِنَ ٱلظَّٰلِمِينَ
და არ განდევნო ისინი, რომლებიც დილა-საღამ თავიანთ ღმერთს ევედრებიან და მისი (კმაყოფილი) სახე სურთ. მათი ანგარიშიდან შენ არაფერი დაგეკისრება და არც მათ დაეკისრებათ შენი ანგარიშიდან რამე. თუკი განდევნი მათ, მაშინ შენ იქნები უსამართლოთაგანი.*
*ხაბბაბი გადმოგვცემს: ერთ დღეს აყრა’ ბინ ჰააბის ათ-თამიიმიი და ‘უეინე ბინ ჰისნ ალ-ფაზარიი მოვიდნენ და ნახეს, რომ ალლაჰის შუამავალი ﷺ სუჰეიბის, ბილალის, ‘ამმარის, ხაბბაბისა და მსგავს მორწმუნეთაგან უბრალო ადამიანებს შორის ზის. როდესაც ისინი შუამავლის ﷺ ირგვლივ დაინახეს, იუკადრისეს. ბოლოს მიუახლოვდნენ, მასთან განმარტოვდნენ და უთხრეს: ჩვენ გვინდა, რომ ჩვენთვის ცალკე სხდომები მოაწყო, რომლითაც მთელი არაბები ჩვენს უპირატესობას გაეცნობა. შენთან არაბთა სხვადასხვა წარმომადგენლები მოვლენ და ჩვენ შეგვრცხვება, თუკი ამ მონებთან ერთად გვიხილეს. როდესაც ჩვენ მოვალთ, ისინი შენგან განარიდე და როცა წავალთ, მათთან ერთად მერე დაჯექი, თუკი ინებებ. შუამავალმა ﷺ (მათი გამუსლიმანების დიდი სურვილის გამო) უპასუხა: დიახ. მათ უთხრეს: ამის დამამოწმებლად რამე წერილი დაგვიწერე. შუამავალმა ﷺ ქაღალდი ითხოვა და ‘ალი დაიბარა, რათა მისთვის წერილი დაეწერა; ჩვენ ამ დროს მოშორებით ვიჯექით. ჩამოვიდა ჯიბრილ ანგელოზი და შემდეგი აიათი წაუკითხა: „და არ განდევნო ისინი, რომლებიც დილა-საღამ თავიანთ ღმერთს ევედრებიან და მისი (კმაყოფილი) სახე სურთ. მათი ანგარიშიდან შენ არაფერი დაგეკისრება და არც მათ დაეკისრებათ შენი ანგარიშიდან რამე. თუკი განდევნი მათ, მაშინ შენ იქნები უსამართლოთაგანი.“
შემდეგ აყრა’ ბინ ჰააბისი და ‘უეინე ბინ ჰისნი ახსენა და ეს აიათი წაიკითხა: „ამგვარად, გამოვცადეთ ზოგიერთი მათგანი ზოგიერთით, რომ ეთქვათ: ნუთუ ალლაჰმა ამათ მიჰმადლა სიკეთე – ჩვენ შორის? განა ალლაჰი უკეთ არ უწყის მადლიერთ?“ შემდეგ წაიკითხა: „და როდესაც შენთან მოვლენ ისინი, რომელთაც სწამთ ჩვენი აიათები/სასწაულები, უთხარი: მშვიდობა თქვენდა! თქვენმა ღმერთმა საკუთარ თავს მოწყალება დაუწერა.“
ამის შემდეგ ჩვენ მასთან იმდენად ახლოს ვსხდებოდით, რომ ჩვენი მუხლები მის მუხლებს ეხებოდა და ალლაჰის შუამავალი ﷺ სულ ჩვენთან ერთად იჯდა. როდესაც წასვლას დააპირებდა, ადგებოდა და ჩვენ გვტოვებდა. მერე ალლაჰმა შემდეგი აიათი ჩამოავლინა: „მოთმინებით დაჰყავი მათ გვერდით, რომლებიც დილა-საღამ თავიანთ ღმერთს ევედრებიან და მისი (კმაყოფილი) სახე სურთ. ამქვეყნიური ცხოვრების მიმზიდველობის გამო თვალი არ მოარიდო მათ. (დიდებულებთან არ დაჯდე) და არ დაჰყვე მას, ვისი გულიც უგულისყუროდ მოვაკიდეთ ჩვენს გახსენებას, (ანუ ‘უეინა ალაყრა’ის) საკუთარ სურვილებს აჰყოლია და მისი საქმე ზღვარს გადასულა.“ (ქეჰფ, 18/28.) ანუ ‘უეინა ალ-აყრა’ის საქმე დამღუპველია. შემდეგ ალლაჰმა ორი კაცისა და ამქვეყნიური ცხოვრების მაგალითად იგავი მოიყვანა (ანუ სურა ქეჰფის 32-44 აიათებში).
ხაბბაბმა გააგრძელა: მას შემდეგ ჩვენ სულ მაცნესთან ﷺ ერთად ვისხედით, ხოლო როდესაც მისი წასვლის დრო მოვიდოდა, ჯერ ჩვენ წავიდოდით და მას მარტოდ ვტოვებდით, რომ თვითონაც წასულიყო. (იბნი მააჯე, ზუჰდ 7/4127.)
Các Tafsir tiếng Ả-rập:
 
Ý nghĩa nội dung Câu: (52) Chương: Chương Al-An-'am
Mục lục các chương Kinh Số trang
 
Bản dịch ý nghĩa nội dung Qur'an - Dịch thuật tiếng Georgia - Mục lục các bản dịch

Bản dịch ý nghĩa Kinh Qur'an sang tiếng Gruzia, bởi Trung tâm Dịch thuật Rowwad (đang dịch thuật)

Đóng lại