《古兰经》译解 - 格鲁吉亚语翻译。 * - 译解目录


含义的翻译 段: (153) 章: 阿里欧姆拉尼
۞ إِذۡ تُصۡعِدُونَ وَلَا تَلۡوُۥنَ عَلَىٰٓ أَحَدٖ وَٱلرَّسُولُ يَدۡعُوكُمۡ فِيٓ أُخۡرَىٰكُمۡ فَأَثَٰبَكُمۡ غَمَّۢا بِغَمّٖ لِّكَيۡلَا تَحۡزَنُواْ عَلَىٰ مَا فَاتَكُمۡ وَلَا مَآ أَصَٰبَكُمۡۗ وَٱللَّهُ خَبِيرُۢ بِمَا تَعۡمَلُونَ
აკი (უჰუდის კალთებზე) აღმა გარბოდით და არავისკენ იხედებოდით, ხოლო შუამავალი უკნიდან გიხმობდათ, და მწუხარებაზე მწუხარება დაგემატათ, რომ არ დაღონებულიყავით იმისთვის, რაც დაკარგეთ ან თავს დაგატყდათ. ალლაჰი მცოდნეა ყოველივესი, რასაც თქვენ აკეთებთ*.
*ეს აიათი ბრძოლის მეორე ეტაპზე დამარცხებული მუსლიმების მდგომარეობას აღწერს, როდესაც ზოგი მათგანი უჰუდის კალთებისკენ გარბოდნენ, ზოგმა კი მედინისკენ აიღეს გეზი. ამ დროს ალლაჰის შუამავალი ﷺ ტალჰა ბინ უბეიდულლაჰთან და სხვა 11 საჰაბესთან ერთად მტრის წინააღმდეგ თავდაუზოგავად იბრძოდა და გაქცეულებს: „ალლაჰის მსახურნო ჩემსკენ გამოიქეცით, ჩემსკენ“-ო, უხმობდა. ამ ბრძოლაში 70-მდე მუსლიმი დაიღუპა და ბევრი დაიჭრა. გავრცელდა ხმები, რომ დაღუპულთა შორის მუჰამმედ შუამავალიც ﷺ იყო. ალლაჰის შუამავალმა ﷺ იქ წინა კბილი დაკარგა, ტუჩზე და ლოყაზეც ჭრილობები მიიღო. ამ ყველაფერმა მუსლიმთა ფიზიკურ მარცხს ფსიქოლოგიური მარცხიც დაუმატა, რამაც ჯარში პანიკა ჩამოაგდო.
阿拉伯语经注:
 
含义的翻译 段: (153) 章: 阿里欧姆拉尼
章节目录 页码
 
《古兰经》译解 - 格鲁吉亚语翻译。 - 译解目录

古兰经朱拉吉语译解,拉瓦德翻译中心负责,正在翻译

关闭