《古兰经》译解 - 格鲁吉亚语翻译。 * - 译解目录


含义的翻译 段: (31) 章: 阿里欧姆拉尼
قُلۡ إِن كُنتُمۡ تُحِبُّونَ ٱللَّهَ فَٱتَّبِعُونِي يُحۡبِبۡكُمُ ٱللَّهُ وَيَغۡفِرۡ لَكُمۡ ذُنُوبَكُمۡۚ وَٱللَّهُ غَفُورٞ رَّحِيمٞ
უთხარი*: ,,თუ გიყვართ თქვენ ალლაჰი, მაშინ მე გამომყევით, რათა უყვარდეთ ალლაჰსაც და მოგიტევოთ ცოდვები. ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია, მწყალობელი**".
*უთხარი იუდეველებსა და ქრისტიანებს, რომლებმაც თქვეს: „ჩვენ ღვთის შვილები და მისი მოყვარეები ვართ“; და წარმართებს, რომლებმაც თქვეს: „კერპებს სხვა არაფრისთვის ვეთაყვანებით, თუ არა ალლაჰთან სიახლოვის მოსაპოვებლად“; ასევე მათ, ვინც ცრუ რწმენებზე დაყრდნობით ალლაჰის სიყვარულს იჩემებს.
**როდესაც ეს აიათი ჩამოევლინა, მუნაფიყთა (ფარისეველთა) თავკაცმა აბდულლაჰ ბინ უბეიმ თავის მეგობრებს უთხრა: „მუჰამმედმა მისი სიყვარული ალლაჰის სიყვარულთან გაათანაბრა და გვიბრძანებს, ისე გვიყვარდეს იგი, როგორც ქრისტიანებმა გადააჭარბეს მერიემის ძე 'ისას მიმართ სიყვარულში“. მათ ასეთ საუბარს მოჰყვა მომდევნო აიათის ჩამოვლინება, სადაც ალლაჰმა მორწმუნეებს მისი და მისი შუამავლის მორჩილება უბრძანა. იხ. თაფსირუ ბეღავი.
阿拉伯语经注:
 
含义的翻译 段: (31) 章: 阿里欧姆拉尼
章节目录 页码
 
《古兰经》译解 - 格鲁吉亚语翻译。 - 译解目录

古兰经朱拉吉语译解,拉瓦德翻译中心负责,正在翻译

关闭