《古兰经》译解 - 格鲁吉亚语翻译。 * - 译解目录


含义的翻译 段: (93) 章: 阿里欧姆拉尼
۞ كُلُّ ٱلطَّعَامِ كَانَ حِلّٗا لِّبَنِيٓ إِسۡرَٰٓءِيلَ إِلَّا مَا حَرَّمَ إِسۡرَٰٓءِيلُ عَلَىٰ نَفۡسِهِۦ مِن قَبۡلِ أَن تُنَزَّلَ ٱلتَّوۡرَىٰةُۚ قُلۡ فَأۡتُواْ بِٱلتَّوۡرَىٰةِ فَٱتۡلُوهَآ إِن كُنتُمۡ صَٰدِقِينَ
ისრაელის ძეთათვის თევრათის ჩამოვლინებამდე ყოველგვარი საჭმელი იყო ჰალალი, გარდა იმისა, რაც თავად აიკრძალა ისრაელმა (ი’აყუბმა). უთხრა: ,,მაშ, მოიტანეთ თევრათი და წაიკითხეთ, თუკი ნამდვილად გულწრფელნი ხართ*".
*გადმოცემების თანახმად, იუდეველებმა მუჰამმედ შუამავალს ﷺ უთხრეს: „შენ ამტკიცებ, რომ იბრაჰიმის عليه السلام გზას ადგახარ, თუმცა იბრაჰიმი عليه السلام არც აქლემის ხორცს მიირთმევდა და არც მის ნაწველს, ხოლო შენ მიირთმევ მათ. აქედან გამომდინარე, შენ არ ადგახარ იბრაჰიმის გზას; დღეს ჩვენ რასაც ჰარამად მივიჩნევთ, ის მაშინ იბრაჰიმისთვისაც عليه السلام ჰარამი იყო, ვიდრე ჩვენამდე არ მოაღწევდა.“ ამის საპასუხოდ ჩამოევლინა აღნიშნული აიათი, რომ აკრძალვა ია’ყუბმა عليه السلام თვითონ დაიწესა, მანამდე, ვიდრე ალლაჰი მუსას عليه السلام თევრათს ჩამოუვლენდა, ხოლო ეს აკრძალვა თევრათში ნახსენები არ არის. იხ. თაფსირულ ბაღავი.
阿拉伯语经注:
 
含义的翻译 段: (93) 章: 阿里欧姆拉尼
章节目录 页码
 
《古兰经》译解 - 格鲁吉亚语翻译。 - 译解目录

古兰经朱拉吉语译解,拉瓦德翻译中心负责,正在翻译

关闭