《古兰经》译解 - 格鲁吉亚语翻译。 * - 译解目录


含义的翻译 段: (93) 章: 玛仪戴
لَيۡسَ عَلَى ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ وَعَمِلُواْ ٱلصَّٰلِحَٰتِ جُنَاحٞ فِيمَا طَعِمُوٓاْ إِذَا مَا ٱتَّقَواْ وَّءَامَنُواْ وَعَمِلُواْ ٱلصَّٰلِحَٰتِ ثُمَّ ٱتَّقَواْ وَّءَامَنُواْ ثُمَّ ٱتَّقَواْ وَّأَحۡسَنُواْۚ وَٱللَّهُ يُحِبُّ ٱلۡمُحۡسِنِينَ
რომელთაც ირწმუნეს და სიკეთე აკეთეს, მათ არ დაედებათ ცოდვა იმაში, რაც (ადრე) უგემიათ,* თუ (ახლა) ღვთისმოშიშებას იჩენენ, სწამთ და სიკეთეს აკეთებენ; შემდეგ ისევ ღვთისმოშიშებას იჩენენ და სწამთ; შემდეგ ისევ ღვთისმოშიშებას იჩენენ და სიკეთეს აკეთებენ. ალლაჰს უყვარს კეთილისმქმნელნი.
*ენეს იბნ მაალიქი გადმოგვცემს: ერთხელ მე, აბუ ტალჰა, აბუ უბეიდა ბინ ალ-ჯერრაჰი, მუაზ ბინ ჯებელი, სუჰეილ იბნ ბეიდა და აბუ დუჯანე ერთად ვქეიფობდით. მე ვიყავი მელიქიფე. სუფრის წევრები საკმაოდ შეზარხოშებულნი იყვნენ და თავი სუფრისკენ წაეხარათ, როცა ქუჩიდან ხმა შემოგვესმა: ,,ყურადღებით, ამიერიდან ღვინო უკვე ჰარამია!'' ამის გაგონებაზე, ჩვენ, სანამ ვინმე გარეთ გავიდოდა ან გარედან ვინმე შემოვიდოდა, მაშინვე დავღვარეთ ღვინო, რაც იყო დარჩენილი, და ღვინის ჭურჭელი დავამსხვრიეთ. ზოგიერთმა ჩვენგანმა აბდესი აიღო, ზოგიერთებმაც ტანი დაიბანა. უმმუ სულეიმის სუნამო წავისვით და შუამავლის მეჩეთს მივაშურეთ. ამ დროს ალლაჰის შუამავალი ﷺ სურა მაიდეს (90-92-ე) აიათებს კითხულობდა. ამის მოსმენის შემდეგ ერთმა კაცმა იკითხა: ო, ალლაჰის შუამავალო! რა ბედი ეწევათ მათ, რომლებიც ადრე ღვინოს მიირთმევდნენ და ამ აიათის ჩამოვლინებამდე გარდაიცვალენ? ამ კითხვის საპასუხოდ უზენაესმა ალლაჰმა შემდეგი აიათი ჩამოავლინა: „რომელთაც ირწმუნეს და კეთილი ჰქმნეს, მათ ცოდვა არ აქვთ იმაში, რაც უგემიათ ...“ იხ. თაფსირუ ტაბარი.
阿拉伯语经注:
 
含义的翻译 段: (93) 章: 玛仪戴
章节目录 页码
 
《古兰经》译解 - 格鲁吉亚语翻译。 - 译解目录

古兰经朱拉吉语译解,拉瓦德翻译中心负责,正在翻译

关闭