《古兰经》译解 - 格鲁吉亚语翻译。 * - 译解目录


含义的翻译 段: (98) 章: 艾奈尔姆
وَهُوَ ٱلَّذِيٓ أَنشَأَكُم مِّن نَّفۡسٖ وَٰحِدَةٖ فَمُسۡتَقَرّٞ وَمُسۡتَوۡدَعٞۗ قَدۡ فَصَّلۡنَا ٱلۡأٓيَٰتِ لِقَوۡمٖ يَفۡقَهُونَ
და იგია, რომელმაც შეგქმნათ ერთი სულისგან; შემდგომ (დაგიდგინათ) მოსაკალათებელი და მისაბარებელი.* უეჭველად, ჩვენ დეტალურად განვმარტეთ აიათები – იმ ხალხისთვის, რომლებიც გამგებია.
*ორიგინალი - „მუსთაყარრუნ“ (مستقر) და „მუსთავდა’უნ“ (مستودع): პირველის პირდაპირი თარგმანი - სამყოფელი, ადგილი, სადაც საფუძვლიანად მოთავსდა და გარკვეულ დროს დაჰყოფს, ლექსიკონური მნიშვნელობისა და კონტექსტური შინაარსის გათვალისწინებით ვთარგმნეთ, როგორც მოსაკალათებელი ადგილი. ხოლო მეორის პირდაპირი მნიშვნელობაა ადგილი, სადაც რამეს მიაბარებენ. ისლამის სწავლულები აღნიშნულ სიტყვებს სხვადასხვა შინაარსით ხსნიან, რომელსაც მოკლედ გადმოგვცემს იმამი ტაბერი: „უზენაესი ალლაჰი ამ აიათში ზოგადად გვამცნობს, რომ ადამიანები ერთი სულისგან (ადემ შუამავლისგან) გააჩინა, შემდეგ მათ გარკვეულ სამყოფელსა და მისაბარებელში დაჰყვეს. ადამიანთა ნაწილი დედის მუცელშია მოკალათებული, ნაწილი კი მამის სხეულში - ამანათად მიბარებული. ადამიანთა მაწილი დედამიწაზეა მოკალათებული, მეორე ნაწილი კი საფლავშია მიბარებული.“ (იხ. თაფსიირუ ტაბერი.)
阿拉伯语经注:
 
含义的翻译 段: (98) 章: 艾奈尔姆
章节目录 页码
 
《古兰经》译解 - 格鲁吉亚语翻译。 - 译解目录

古兰经朱拉吉语译解,拉瓦德翻译中心负责,正在翻译

关闭