Check out the new design

《古兰经》译解 - 格鲁吉亚语翻译 - 正在进行 * - 译解目录


含义的翻译 章: 布柔智   段:

布柔智

وَٱلسَّمَآءِ ذَاتِ ٱلۡبُرُوجِ
ვფიცავ ზეცას ზოდიაქოს მქონეს
阿拉伯语经注:
وَٱلۡيَوۡمِ ٱلۡمَوۡعُودِ
და აღთქმულ დღეს[1]
[1] ქვეყნიერების დაქცევისა და განკითხვის დღეს.
阿拉伯语经注:
وَشَاهِدٖ وَمَشۡهُودٖ
ასევე მოწმეს და დამოწმებულსა.[1]
ამ აიათის განმარტებებში არაერთი მოსაზრებაა მოყვანილი, თუ რა იგულისხმება მოწმესა და დამოწმებულში. ერთ ერთი ვერსიის თანახმად მოწმე არის შუამავალი მუჰამმედი ﷺ, რომელსაც განკითხვის დღეს მის მიმდევართა მოწმედ იხმობენ, ხოლო დამოწმებული არის უმმეთი ანუ მისი მიმდევრები. ამის შესახებ უზენაესი ალლაჰი სურა ნისას 41-ე აიათში ბრძანებს: „როცა მოწმეებს მოვიყვანთ ყოველი თემიდან და შენც ამათ მოწმედ მოგიყვანთ.“
阿拉伯语经注:
قُتِلَ أَصۡحَٰبُ ٱلۡأُخۡدُودِ
მოისპო(დაწყევლილია) თხრილის ხალხი.[1]
[1] ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: იყო ერთი ხელმწიფე – იმ ხალხთაგან, ვინც იყვნენ თქვენზე ადრე. ხელმწიფეს ყავდა ჯადოქარი. ჯადოქარი რომ მოხუცდა ხელმწიფეს უთხრა, ერთი ყმაწვილი გამომიგზავნე, რომელსაც ჯადოს ვასწავლიო. ხელმწიფემ მართლაც გაუგზავნა ყმაწვილი, რომელსაც ჯადოს ასწავლიდა. ჯადოქართან მიმავალ გზაზე ერთი ბერი ცხოვრობდა, რომელთანაც ერთ დღეს ყმაწვილმა შეიარა, მის სიტყვებს ყური უგდო და მოიწონა. ყმაწვილს იმდენად მოეწონა ბერის ნაამბობი, რომ ჯადოქართან მიმავალი ყოველდღე ბერთან ჩამოჯდებოდა და უსმენდა. შემდეგ მიდიოდა ჯადოქართან, თუმცა დაგვაიანების გამო ჯადოქარი ბიჭს სცემდა. ყმაწვილმა ამის შესახებ ბერს მოუყვა, ბერმა დაარიგა: თუკი შიშობ რომ ჯადოქარი გალახვას გიპირებს უთხარი რომ ოჯახის წევრებმა შემაყოვნესო; ხოლო თუკი შიშობ რომ ოჯახის წევრები გიპირებენ გალახვას, მაშინ უთხარი, რომ ჯადოქარმა შემაყოვნაო.
ყმაწვილი ასე აგრძელებდა გარკვეული ხანი, ერთ დღეს გზად შემოხვდა უშველებელი უხსენებელი, რომელსაც ხალხისთვის გზა გადაეღობა. ყმაწვილმა გაიფიქრა, რომ დღეს უნდა გამოვიცნო ჯადოქარი უმჯობესია თუ ბერიო. აიღო ქვა და თქვა: ღმერთო! თუკი ბერის გზა შენს წინაშე უფრო მიღებულია, ვიდრე ჯადოქრისა, მაშინ მოჰკალი ეს უხსენებელი, რათა ხალხმა გზა გააგრძელოს! ქვა ისროლა და მართლაც მოკლა უხსენებელი, ხალხმა გააგრძელა თავიანთი გზა. ყმაწვილი ბერთან მივიდა და მომხდარი უამბო. ბერმა უთხრა: ეი, შვილო! დღეს შენ უკვე ჩემზე ძლიერი ხარ. ჩემთვის გასაგებია შენი მდგომარეობა. შენ აუცილებლად გელის გამოცდა და როდესაც განსაცდელის წინაშე აღმოჩნდები, არავის უთხრა ჩემს შესახებ.
ყმაწვილი ამიერიდან ბრმებს, კეთროვნებს და სხვადასხვა დაავადებების მქონეებს კურნავდა. ბოლოს ამის შესახებ ხელმწიფესთან დაახლოებულმა პირმა შეიტყო, რომელიც ბრმა იყო. კაცი უთვალავი ძღვენით მივიდა ყმაწვილთან და უთხრა, რასაც აქ ხედავ ყველაფერი შენთვის შევაგროვე თუკი განმკურნავ.
ყმაწვილმა უთხრა: მე არავის ვკურნავ! უეჭველად, მხოლოდ ალლაჰი კურნავს. შენ თუ ირწმუნებ ალლაჰს, მე ალლაჰს შევევედრები და ის მოგარჩენს.
კაცმა ირწმუნა ალლაჰი და ალლაჰმა მართლაც განკურნა იგი. კაცი წავიდა და ხელმწიფის წინ დაჯდა, როგორც ადრე ჯდებოდა ხოლმე. ხელმწიფემ შეამჩნია და უთხრა: ვინ დაგიბრუნა თვალთახედვა? კაცმა უთხრა: ჩემმა ღმერთმა. ხელმწიფე: შენ ჩემს გარდა სხვა ღმერთი გყავს? კაცმა მიუგო: ჩემი ღმერთიც და შენი ღმერთიც ალლაჰია.
ხელმწიფემ ეს კაცი შეიპყრო და მანამდე აწამებდა, ვიდრე ყმაწვილის შესახებ არ უამბობდა. მივიდნენ ყმაწვილთან და ხელმწიფემ უთხრა: ეი, შვილო! როგორც გავიგე შენ ჯადოქრობაში ისე დახელოვნებულხარ რომ ბრმებს და კეთროვნებს კურნავ, ასე და ასე აკეთებ.
ყმაწვილმა უთხრა: ჭეშმარიტად, მე არავის ვკურნავ. უეჭველად, ალლაჰი კურნავს. ისიც შეიპყრეს და მანამდე აწამეს, ვიდრე ბერის შესახებ არ უამბობდა.
მივიდნენ ბერთან და უთხრეს: დათმე შენი რწმენა და დაუბრუნდი ხელმწიფის რწმენას. ბერმა უარი განაცხადა. ამაზე ხერხი ითხოვეს. ხერხი მოიტანეს, თავის შუაზე დაადეს და ორად გაყვეს, ისე რომ ნაწილები ძირს დაცვივდა. შემდეგ მივიდნენ მეფის ახლობელთან და რწმენიდან უკან დაბრუნება მოსთხოვეს. ამანაც უარი განაცხადა. მასაც თავის შუაზე ხერხი დაადეს და ორად გაყვეს, ისე რომ ნაწილები ძირს დაცვივდა.
ბოლოს ყმაწვილთან მიიდნენ და რწმენიდან უკან დაბრუება მოსთხოვეს. ყმაწვილმა უარი განაცხადა. ხელნწიფემ ამჯერად თავის ჯარისკაცებს მიაბარა და უთხრა: წაიყანეთ იგი ამა და ამ მთაზე, აიყვანეთ, როდესაც მთის მწვერვალს მიაღწევთ, თუ უარს იტყვის თავის რწმენაზე გაათავისუფლეთ, თუ არა და მაშინ გადმოაგდეთ იქედან. მართლაც წაიყვანეს, აიყვანეს მთის მწვერვალზე. ამ დროს ყმაწვილმა ღმერთს შეევედრა: ღმერთო! მიხსენი მათი ხელიდან, როგორც შენ ინებებ! უეცრად მთა ძლიერ შეირყა და ძირს ჩამოცვივდნენ. ყმაწვილი თავისი ფეხით მივიდა ხელმწიფესთან. ხელმწიფემ უთხრა: შენს თანმხლებებს რა მოუვიდათ? ალლაჰმა მიხსნა მათი ხელიდანო – მიუგო ყმაწვილმა. ხელმწიფემ ამჯერადაც გადასცა ყმაწვილი თავის ჯარისკაცებს და უთხრა: გემში ჩასვით და ზღვის შუაში რომ მიაღწევთ, თუ თავის რწმენაზე უარს არ იტყვის, ზღვაში გადააგდეთ.
ყმაწვილი მართლაც წაიყვანეს. ყმაწვილმა ღმერთს შეევედრა: ღმერთო! მიხსენი მათი ხელიდან, როგორც შენ ინებებ! უეცრად გემი შეირყა და ყველანი ზღვაში დაიხრჩვნენ. ყმაწვილი თავისი ფეხით ისევ მივიდა ხელმწიფესთან.
ხელმწიფემ უთხრა: შენს თანმხლებებს რა მოუვიდათ? ალლაჰმა მიხსნა მათი ხელიდანო – მიუგო ყმაწვილმა. ყმაწვილმა ბოლოს ხელმწიფეს უთხრა: უეჭველად, შენ ვერ მომკლავ, ვიდრე ისე არ მოიქცევი, როგორც მე გეტყვი. ხელმწიფემ იკითხა: ეგ რა არის? ყმაწვილმა აუხსნა: ერთ ადგილას შეკრიბე ხალხი, შემდეგ ხეზე ჩამომკიდე, შემდეგ ისრების ჩასადებიდან ერთი ისარი ამოიღე, მშვილდში მოათავსე და თქვი: ყმაწვილის ღმერთის, ალლაჰის სახელით! შემდეგ მესროლე. უეჭველად, თუკი ასე მოიქცევი, შენ შეძლებ ჩემს მოკლას.
ხელმწიფემ მართლაც შეაგროვა ხალხი, ყმაწვილი ხეზე ჩამოკიდა, შემდეგ ისრების ჩასადებიდან ერთი ისარი ამოიღო, მშვილდში მოათავსა და წარმოთქვა: ყმაწვილის ღმერთის, ალლაჰის სახელით! შემდეგ ესროლა და ისარი ყმაწვილს საფეთქელში მოხვდა. ყმაწვილმა საფეთქელზე ხელი მოიკიდა, სადაც ისარი მოხვდა და მოკვდა.
ამის შემხედვარე ხალხმა ერთხმად დაიწყეს ყვირილი: ჩვენ გვწამს ყმაწვილის ღმერთი! ჩვენ გვწამს ყმაწვილის ღმერთი! ჩვენ გვწამს ყმაწვილის ღმერთი! მოახლეები სასწრაფოდ ხელმწიფეს ეახლნენ და მოახსენეს: ხედავთ, რასაც ერიდებოდით და გაურბოდით სწორედ ის მოხდა. ხალხმა მართლაც ირწმუნა. მომხდარით განრისხებულმა ხელმწიფემ ღრმა და გრძელი თხრილები გააკეთებინა, ზემოდან რკინის გისოსები დაადგმევინა და შიგნით ცეცხლი დაანთობინა. ბოლოს გასცა ბრძანება, რომ ვინც თავის რწმენაზე უარს არ იტყოდა შიგნით ჩაეგდოთ. მსახურები ასეც მოიქცნენ, ბოლოს მოიყვანეს ერთი ქალი, რომელსაც ხელში ჩვილი ბავშვი ეჭირა. თხრილის პირას მისული ქალი ორჭოფობდა, რადგანაც ცეცხლში მოხვედრის ძალიან ეშინოდა. ამ დროს ბავშვმა ენა ამოიდგა და უთხრა: ო, დედიკო! მოთმინება გამოიჩინე, რამეთუ შენ ჭეშმარიტებას ადგახარ! (მუსლიმ, ზუჰდ, 17/3005)
阿拉伯语经注:
ٱلنَّارِ ذَاتِ ٱلۡوَقُودِ
საწვავით სავსე ცეცხლისანი,
阿拉伯语经注:
إِذۡ هُمۡ عَلَيۡهَا قُعُودٞ
როცა ისხდნენ მის კიდეზე
阿拉伯语经注:
وَهُمۡ عَلَىٰ مَا يَفۡعَلُونَ بِٱلۡمُؤۡمِنِينَ شُهُودٞ
და უცქერდნენ იმას, რასაც მორწმუნეებს უკეთებდნენ.
阿拉伯语经注:
وَمَا نَقَمُواْ مِنۡهُمۡ إِلَّآ أَن يُؤۡمِنُواْ بِٱللَّهِ ٱلۡعَزِيزِ ٱلۡحَمِيدِ
მათგან მხოლოდ იმისთვის იყარეს ჯავრი, რომ სწამდათ ალლაჰი – უძლეველი, დიდებული.
阿拉伯语经注:
ٱلَّذِي لَهُۥ مُلۡكُ ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضِۚ وَٱللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَيۡءٖ شَهِيدٌ
რომელსაც ეკუთვნის ცათა და დედამიწის განმგებლობა; ალლაჰი ყოვლის მოწმეა.
阿拉伯语经注:
إِنَّ ٱلَّذِينَ فَتَنُواْ ٱلۡمُؤۡمِنِينَ وَٱلۡمُؤۡمِنَٰتِ ثُمَّ لَمۡ يَتُوبُواْ فَلَهُمۡ عَذَابُ جَهَنَّمَ وَلَهُمۡ عَذَابُ ٱلۡحَرِيقِ
უეჭველად, რომელთაც განსაცდელში ჩააყენეს მორწმუნე კაცები და ქალები, შემდეგ არც კი მოინანიეს, სწორედ მათთვისაა ჯოჯოხეთის სასჯელი და მათთვისაა სასჯელი დამწველი.
阿拉伯语经注:
إِنَّ ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ وَعَمِلُواْ ٱلصَّٰلِحَٰتِ لَهُمۡ جَنَّٰتٞ تَجۡرِي مِن تَحۡتِهَا ٱلۡأَنۡهَٰرُۚ ذَٰلِكَ ٱلۡفَوۡزُ ٱلۡكَبِيرُ
ჭეშმარიტად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს კეთილი საქმენი, მათთვისაა სამოთხეები, რომელთა ქვეშაც – დიან მდინარენი. აი, ესაა დიდი წარმატება.
阿拉伯语经注:
إِنَّ بَطۡشَ رَبِّكَ لَشَدِيدٌ
უეჭველად, შენი ღმერთის რისხვა მეტად მკაცრია!
阿拉伯语经注:
إِنَّهُۥ هُوَ يُبۡدِئُ وَيُعِيدُ
ჭეშმარიტად, ის ქმნის და აღადგენს.[1]
[1] ისაა ქმნილებათა შემქმნელი არაფრისგან, ყოველგვარი ნიმუშის გარეშე და ის აღადგენს მკვდრებს გარდაცვალების შემდეგ – აღდგომის დღეს.
阿拉伯语经注:
وَهُوَ ٱلۡغَفُورُ ٱلۡوَدُودُ
ასევე ისაა შემწყალებელი, მოყვარული.
阿拉伯语经注:
ذُو ٱلۡعَرۡشِ ٱلۡمَجِيدُ
მფლობელი ტახტისა, დიდებული.
阿拉伯语经注:
فَعَّالٞ لِّمَا يُرِيدُ
აღმსრულებელი იმისა, რაც მას ენებოს.
阿拉伯语经注:
هَلۡ أَتَىٰكَ حَدِيثُ ٱلۡجُنُودِ
შენთან მოვიდა ამბავი ჯარისა -
阿拉伯语经注:
فِرۡعَوۡنَ وَثَمُودَ
(ჯარი)ფარაონისა და სამუდისა?
阿拉伯语经注:
بَلِ ٱلَّذِينَ كَفَرُواْ فِي تَكۡذِيبٖ
არა, ისინი რომერლთაც არ ირწმუნეს მაინც ცრუდ რაცხავენ.
阿拉伯语经注:
وَٱللَّهُ مِن وَرَآئِهِم مُّحِيطُۢ
არადა ალლაჰი მათ ზურგიდანაც გარემოიცავს.[1]
[1] ვერსად გაექცევიან ალლაჰის ცოდნას და მის ნებას; მან იცის მათი წარსულიც, მათ წინ მყოფთა მდგომარეობაც და მას ღონე შესწევს მათი პასუხისგებისა.
阿拉伯语经注:
بَلۡ هُوَ قُرۡءَانٞ مَّجِيدٞ
არამედ ის არის დიდებული ყურანი.
阿拉伯语经注:
فِي لَوۡحٖ مَّحۡفُوظِۭ
დაცულ დაფაზე.[1]
[1] ორიგინალი „ლევჰუნ მაჰფუუზ“ (لوح محفوظ) ალლაჰის წინაშე დაცული დედა წიგნი, რომელშიც დასაბამიდან დასარულამდე მთელი სამყაროს შესახებ ინფორმაციაა აღრიცხული და დაცული, მათშორის წმინდა ყურანიც, რომელსაც ანგელოზების გარდა ვერავინ მიუახლოვდება.
阿拉伯语经注:
 
含义的翻译 章: 布柔智
章节目录 页码
 
《古兰经》译解 - 格鲁吉亚语翻译 - 正在进行 - 译解目录

由拉瓦德翻译中心团队与拉布瓦 الدعوة协会和伊斯兰内容服务协会合作翻译。

关闭