Check out the new design

《古兰经》译解 - 格鲁吉亚语翻译 - 正在进行 * - 译解目录


含义的翻译 章: 阿里欧姆拉尼   段:
وَإِذۡ أَخَذَ ٱللَّهُ مِيثَٰقَ ٱلَّذِينَ أُوتُواْ ٱلۡكِتَٰبَ لَتُبَيِّنُنَّهُۥ لِلنَّاسِ وَلَا تَكۡتُمُونَهُۥ فَنَبَذُوهُ وَرَآءَ ظُهُورِهِمۡ وَٱشۡتَرَوۡاْ بِهِۦ ثَمَنٗا قَلِيلٗاۖ فَبِئۡسَ مَا يَشۡتَرُونَ
აკი, ალლაჰმა აღთქმა დაადებინა იმათ, ვისაც წიგნი ებოძათ, რომ ხალხს აუცილებლად უნდა განუცხადოთ იგი (წმინდა წიგნი) და არ დამალოთო. თუმცა იმათ ზურგს უკან მოისროლეს იგი და მცირე ფასად გაყიდეს. რა ცუდია, რასაც ყიდულობენ.
阿拉伯语经注:
لَا تَحۡسَبَنَّ ٱلَّذِينَ يَفۡرَحُونَ بِمَآ أَتَواْ وَّيُحِبُّونَ أَن يُحۡمَدُواْ بِمَا لَمۡ يَفۡعَلُواْ فَلَا تَحۡسَبَنَّهُم بِمَفَازَةٖ مِّنَ ٱلۡعَذَابِۖ وَلَهُمۡ عَذَابٌ أَلِيمٞ
არ გეგონოს, რომ სასჯელს გადაურჩებიან ისინი, ვინც ხარობენ თავიანთი ნამოქმედარით (ავი საქმეებით) და უნდათ, იმისთვის აქებდნენ, რაც არ გაუკეთებიათ. დიახ, არ იფიქრო მათზე ასე; – მწარე სასჯელია მათთვის.
阿拉伯语经注:
وَلِلَّهِ مُلۡكُ ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضِۗ وَٱللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَيۡءٖ قَدِيرٌ
ალლაჰს ეკუთვნის ცათა და დედამიწის განმგებლობა. ალლაჰი ყოვლისშემძლეა.
阿拉伯语经注:
إِنَّ فِي خَلۡقِ ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضِ وَٱخۡتِلَٰفِ ٱلَّيۡلِ وَٱلنَّهَارِ لَأٓيَٰتٖ لِّأُوْلِي ٱلۡأَلۡبَٰبِ
ჭეშმარიტად, ცათა და დედამიწის გაჩენაში და დღე-ღამის მონაცვლეობაში – თვალსაჩინო სასწაულებია გონიერთათვის.
阿拉伯语经注:
ٱلَّذِينَ يَذۡكُرُونَ ٱللَّهَ قِيَٰمٗا وَقُعُودٗا وَعَلَىٰ جُنُوبِهِمۡ وَيَتَفَكَّرُونَ فِي خَلۡقِ ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضِ رَبَّنَا مَا خَلَقۡتَ هَٰذَا بَٰطِلٗا سُبۡحَٰنَكَ فَقِنَا عَذَابَ ٱلنَّارِ
– რომელნიც ალლაჰს მოიხსენიებენ – მდგომარენი, მჯდომარენი თუ მხარზე მწოლარენი[1] , და ცათა და დედამიწის გაჩენაზე ფიქრობენ. ღმერთო ჩვენო! ტყუილ-უბრალოდ არ გაგიჩენია შენ ეს ყოველივე! შენ ყოვლად უნაკლო ხარ! დაგვიფარე ცეცხლის სატანჯველისგან!
[1] ალი ბინ აბუ ტალიბის, იბნი აბბასის, ნახაა’ისა და ყათაადეს აზრებით, ამ აიათში იგულისხმება ნამაზი. ადამიანმა სავალდებულო ნამაზი თავისი ფიზიკური შესაძლებლობის შესაბამისად – მდგომარე, მჯდომარე ან მხარზე წამოწოლილ მდგომარეობაში, აუცილებლად უნდა შეასრულოს; ხოლო დანარჩენი მუფესსირების აზრით, ამ აიათში „ზიქრი“, ანუ ალლაჰის ქება-დიდებით მოხსენება იგულისხმება. მათ თავიანთი შეხედულების არგუმენტად სურა ნისას 103-ე აიათი მოჰყავთ. იხ. თაფსირუ ბეღავი.
阿拉伯语经注:
رَبَّنَآ إِنَّكَ مَن تُدۡخِلِ ٱلنَّارَ فَقَدۡ أَخۡزَيۡتَهُۥۖ وَمَا لِلظَّٰلِمِينَ مِنۡ أَنصَارٖ
ღმერთო ჩვენო! ჭეშმარიტად, ვისაც შენ ცეცხლში შეიყვან, მართლაც სამარცხვინო მდგომარეობაში ჩააგდებ მას. და არავინაა დამხმარე – უსამართლოთა.
阿拉伯语经注:
رَّبَّنَآ إِنَّنَا سَمِعۡنَا مُنَادِيٗا يُنَادِي لِلۡإِيمَٰنِ أَنۡ ءَامِنُواْ بِرَبِّكُمۡ فَـَٔامَنَّاۚ رَبَّنَا فَٱغۡفِرۡ لَنَا ذُنُوبَنَا وَكَفِّرۡ عَنَّا سَيِّـَٔاتِنَا وَتَوَفَّنَا مَعَ ٱلۡأَبۡرَارِ
ღმერთო ჩვენო! ჭეშმარიტად, მოგვესმა ჩვენ ხმა მქადაგებლისა, რომელიც რწმენისკენ მოგვიწოდებდა, რომ თქვენი ღმერთი ირწმუნეთო, და ჩვენც ვირწმუნეთ. ღმერთო ჩვენო! გვაპატიე ჩვენი ცოდვები, დაგვიფარე ჩვენ მიერ ჩადენილი უკეთურებანი და კეთილ ხალხთან ერთად მოგვაკვდინე!
阿拉伯语经注:
رَبَّنَا وَءَاتِنَا مَا وَعَدتَّنَا عَلَىٰ رُسُلِكَ وَلَا تُخۡزِنَا يَوۡمَ ٱلۡقِيَٰمَةِۖ إِنَّكَ لَا تُخۡلِفُ ٱلۡمِيعَادَ
ღმერთო ჩვენო! მოგვეცი ის, რაც შენი შუამავლების მეშვეობით აღგვითქვი და არ ჩაგვაგდო განკითხვის დღეს სამარცხვინო მდგომარეობაში. ჭეშმარიტად, არ დაარღვევ შენ აღთქმას.
阿拉伯语经注:
 
含义的翻译 章: 阿里欧姆拉尼
章节目录 页码
 
《古兰经》译解 - 格鲁吉亚语翻译 - 正在进行 - 译解目录

由拉瓦德翻译中心团队与拉布瓦 الدعوة协会和伊斯兰内容服务协会合作翻译。

关闭