Check out the new design

《古兰经》译解 - 格鲁吉亚语翻译 - 正在进行 * - 译解目录


含义的翻译 章: 阿里欧姆拉尼   段:
رَبَّنَآ ءَامَنَّا بِمَآ أَنزَلۡتَ وَٱتَّبَعۡنَا ٱلرَّسُولَ فَٱكۡتُبۡنَا مَعَ ٱلشَّٰهِدِينَ
ღმერთო ჩვენო! ვირწმუნეთ ის, რაც ჩამოავლინე და მივყევით შუამავალს, მაშ, ჩაგვწერე (ჭეშმარიტების) დამმოწმებელთა რიგებში!
ფურყანი: მუფესსირები ამ სიტყვის განმარტებისას რამდენიმე განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ: ა. უმრავლესობის აზრით ესაა ჭეშმარიტისა და სიცრუის; ჰალალისა და ჰარამის განმასხვავებელი ნიჭი. ბ. მუჰჯაჰიდის აზრით ეს თორას მეორე სახელია. გ. ქასაის აზრით ეს წიგნის ზედსართავი სახელია, ანუ ჰალალისა და ჰარამის განმასხვავებელი წიგნი. დ. იამან ბინ რაიანის აზრით ესა ზღვის გაპობის სასწაული. იხ. თაფსირუ’ლ-ბეღავიი.
阿拉伯语经注:
وَمَكَرُواْ وَمَكَرَ ٱللَّهُۖ وَٱللَّهُ خَيۡرُ ٱلۡمَٰكِرِينَ
ვერაგული მახე გაამზადეს[1] , და ალლაჰმაც გაამზადა მახე (ვერაგთა საწინააღმდეგოდ), და ალლაჰია საუკეთესო მათგან, ვინც მახე გაამზადეს (– ვერაგთავე საწინააღმდეგოდ რომ შეატრიალებს მახეს).
[1] ‘ისას მოსაკლავად
阿拉伯语经注:
إِذۡ قَالَ ٱللَّهُ يَٰعِيسَىٰٓ إِنِّي مُتَوَفِّيكَ وَرَافِعُكَ إِلَيَّ وَمُطَهِّرُكَ مِنَ ٱلَّذِينَ كَفَرُواْ وَجَاعِلُ ٱلَّذِينَ ٱتَّبَعُوكَ فَوۡقَ ٱلَّذِينَ كَفَرُوٓاْ إِلَىٰ يَوۡمِ ٱلۡقِيَٰمَةِۖ ثُمَّ إِلَيَّ مَرۡجِعُكُمۡ فَأَحۡكُمُ بَيۡنَكُمۡ فِيمَا كُنتُمۡ فِيهِ تَخۡتَلِفُونَ
აკი, ალლაჰმა უთხრა: ეი, ‘ისა! მე ვარ შენი მომკვდინებელიც, ჩემს წინაშე ამამაღლებელიცა და ურწმუნოთაგან მხსნელიც[1] . ხოლო მათ, ვინც შენი მიმყოლია, უმაღლესვყოფ ურწმუნოებზე – დღემდე განკითხვისა, ბოლოს კი ჩემთან დაბრუნდებით და განვსჯი თქვენ შორის იმას, რაზეც უთანხმოებდით.
[1] როდესაც იუდეველები ‘ისას عليه السلام სიცოცხლის ხელყოფას მზაკვრულად გეგმავდნენ, ალლაჰმა ამ სიტყვებით ‘ისას ამცნო, რომ მას მხოლოდ ალლაჰი მოაკვდენდა და სხვა ვერას დააკლებდა. სწავლულთა უმრავლესობის განმარტებით, აიათში ხსნებული მოკვდინება, ზეცაში ამაღლება და ურწმუნოებისგან ხსნა–განწმენდა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით არ არის მოთხრობილი. ისლამის სწავლების თანახმად, ‘ისა عليه السلام ზეცაში სულთან და სხეულთან ერთად, ცოცხალი ამაღლდა. ის ბოლო ჟამს დედამიწაზე დაეშვება და შემდეგ მოხდება მისი მოკვდინება ისე, როგორც სხვა ადამიანები კვდებიან. ასევე არის რამდენიმე განსხვავებული განმარტებაც, რომლებიც სიტყვა „მუთევეფფიიქე“-ს (متوفيك) შესაძლო სხვა მნიშვნელობებს ეყრდნობიან. ამ სიტყვის პირდაპირი და ძირითადი მნიშვნელობაა გარდაცვალება. გარდა ამისა, კონტექსტის მიხედვით, შესაძლებელია გამოყენებული იქნას შემდეგი მნიშვნელობებითაც: „სრულად აღება“ ან „დაძინება“. აღნიშნული მნიშვნელობებიდან გამომდინარე მუფესსირთა ნაწილი ფიქრობს, რომ აქ იგულისხმება ‘ისას عليه السلام დედამიწიდან სხეულითა და სულით მთლიანად აღება და ზეცაში ამაღლება, სწავლულთა ნაწილს კი მიაჩნია, რომ ‘ისამ عليه السلام ღვთის ნებით დაიძინა და მძინარე მდგომარეობაში მოხდა მისი ამაღლება. სურა ენ’ამ-ის 60-ე აიათში ალლაჰი ბრძანებს: „იგია, რომელიც გაკვდინებთ ღამით“, რაც იგულისხმობს: ,,იგია, რომელიც ძილს გგვრით ღამით".
阿拉伯语经注:
فَأَمَّا ٱلَّذِينَ كَفَرُواْ فَأُعَذِّبُهُمۡ عَذَابٗا شَدِيدٗا فِي ٱلدُّنۡيَا وَٱلۡأٓخِرَةِ وَمَا لَهُم مِّن نَّٰصِرِينَ
ხოლო მათ, ვინც არ ირწმუნეს, უმკაცრესად დავსჯი ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც, და არავინ ჰყავთ დამხმარე.
阿拉伯语经注:
وَأَمَّا ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ وَعَمِلُواْ ٱلصَّٰلِحَٰتِ فَيُوَفِّيهِمۡ أُجُورَهُمۡۗ وَٱللَّهُ لَا يُحِبُّ ٱلظَّٰلِمِينَ
ხოლო ისინი, ვინც ირწმუნეს და ჰქმნეს კეთილი, უნაკლოდ მიიღებენ თავიანთ საზღაურს. ალლაჰს არ უყვარს უსამართლონი.
არაბულად ალ-მანნ, ქართულში დამკვიდრებულია, როგორც ციური მანანა. მუფესსირები რამდენიმე განსხვაებულ ვერსიაზე საუბრობენ თუ რა იგულისხმება აღნიშნულ სიტყვაში. ა. ეს არის ღვთის ბოძებული ყველა საკვების ზოგადი სახელწოდება, რაც ყოველგვარი სირთულისა და დაღლილობის გარეშე მოიპოვება. ა. ეს იყო თაფლივით ტკბილი სანოვაგე, რომელიც ხეზე მოიპოვებოდა. გ. წყლით გაზავებული დასალევი, რომელიც თაფლივით ტკბილი იყო.
阿拉伯语经注:
ذَٰلِكَ نَتۡلُوهُ عَلَيۡكَ مِنَ ٱلۡأٓيَٰتِ وَٱلذِّكۡرِ ٱلۡحَكِيمِ
ამგვარია ბრძნული შეგონება და აიათები[1] , რასაც შენ გიკითხავთ.
[1] ყურანისა
阿拉伯语经注:
إِنَّ مَثَلَ عِيسَىٰ عِندَ ٱللَّهِ كَمَثَلِ ءَادَمَۖ خَلَقَهُۥ مِن تُرَابٖ ثُمَّ قَالَ لَهُۥ كُن فَيَكُونُ
ჭეშმარიტად, ალლაჰისთვის ‘ისას მდგომარეობა მსგავსია ადამის მდგომარეობისა: მიწისგან შექმნა იგი, შემდეგ უთხრა – „იყავ!“ – და იგიც იქმნა[1] .
[1] გადმოცემების თანახმად, ეს აიათი ნაჯრანელ ქრისტიანთა საპასუხოდ ჩამოევლინა. მათ გააპროტესტეს ‘ისას عليه السلام შესახებ ისლამის სწავლება, რომ ის ალლაჰის მსახური და შუამავალია. მათ მიაჩნდათ, რომ მისი ამგვარად შეფასება, მისი სტატუსის დაქვეითება და დამცირება იყო. ისინი ‘ისას عليه السلام უმამოდ გაჩენის ფაქტზე დაყრდნობით ამტკიცებდნენ, რომ ის უფრო ღვთაება იყო, ვიდრე ადამიანი, რადგანაც ადამიანები უმამოდ არ ჩნდებიანო. სწორედ ამის საპასუხოდ ჩამოევლინა აღნიშნული აიათი, რომელიც მათ მცდარ შეხედულებას აბათილებს. ღმერთმა ადამი უმამოდ და უდედოდ გააჩინა, ასე რომ, მისთვის შეუძლებელი არაფერია და არც ‘ისას عليه السلام უმამოდ გაჩენა გაუჭირდებოდა.
阿拉伯语经注:
ٱلۡحَقُّ مِن رَّبِّكَ فَلَا تَكُن مِّنَ ٱلۡمُمۡتَرِينَ
ჭეშმარიტება შენი ღმერთისგანაა, მაშ, ნუ იქნები დაეჭვებულთაგან.
阿拉伯语经注:
فَمَنۡ حَآجَّكَ فِيهِ مِنۢ بَعۡدِ مَا جَآءَكَ مِنَ ٱلۡعِلۡمِ فَقُلۡ تَعَالَوۡاْ نَدۡعُ أَبۡنَآءَنَا وَأَبۡنَآءَكُمۡ وَنِسَآءَنَا وَنِسَآءَكُمۡ وَأَنفُسَنَا وَأَنفُسَكُمۡ ثُمَّ نَبۡتَهِلۡ فَنَجۡعَل لَّعۡنَتَ ٱللَّهِ عَلَى ٱلۡكَٰذِبِينَ
ხოლო მას, ვინც იმის (‘ისას) შესახებ შეგედავოს, მას შემდეგ, რაც ცოდნა გებოძა, უთხარი: ,,მოდით, მოვუხმოთ ჩვენს ვაჟებსა და თქვენს ვაჟებს, ჩვენს ქალებსა და თქვენს ქალებს, და ჩვენცა და თქვენც მხურვალე ვედრება აღვავლინოთ, რათა ალლაჰის წყევლა ვაწიოთ მატყუარებს[1] ".
[1] გადმოცემების თანახმად, ეს აიათი რომ ჩამოევლინა, შუამავალმა გაიყვანა თავისი ქალიშვილი ფატიმა, სიძე – ალი, შვილიშვილები – ჰასანი და ჰუსეინი, და ნაჯრანელ ქრისტიანებს აღნიშნული ვედრებისკენ მოუწოდა, რომლებიც ‘ისას შესახებ შუამავალს ეკამათებოდნენ, თუმცა ნაჯრანელებმა ეს ვერ გაბედეს. მათ ბოლოს ჯიზიას გადახდის პირობით მუსლიმთა მმართველობა აღიარეს.
阿拉伯语经注:
 
含义的翻译 章: 阿里欧姆拉尼
章节目录 页码
 
《古兰经》译解 - 格鲁吉亚语翻译 - 正在进行 - 译解目录

由拉瓦德翻译中心团队与拉布瓦 الدعوة协会和伊斯兰内容服务协会合作翻译。

关闭