Check out the new version of the website

Firo maanaaji al-quraan tedduɗo oo - Firo jorjiiwo * - Tippudi firooji ɗii


Firo maanaaji Simoore: Simoore naasiyat   Aaya:

Simoore naasiyat

وَٱلنَّٰزِعَٰتِ غَرۡقٗا
ვფიცავ, (ურწმუნოთა სულების) ხუთვით ამომცლელთ
Faccirooji aarabeeji:
وَٱلنَّٰشِطَٰتِ نَشۡطٗا
და (მორწმუნეთა სულების) ნაზად მიმბარებელთ
Faccirooji aarabeeji:
وَٱلسَّٰبِحَٰتِ سَبۡحٗا
და მოცურავეთ, (ცათა სიღრმეებში) მცურავთ[1]
[1] აქ ხსენებულ მოცურავეთა შესახებ ისლამის სწავლულთა განმარტებებში რამდენიმე განსხვავებული შეხედულება ფიქსირდება: 1. ანგელოზები, რომლებიც მორწმუნეთა სხეულიდან ისე ლმობიერად იბარებენ სულებს, როგორი სიადვილითაც გადაადგილდება წყლის ზედაპირზე სხვადასხვა სხეულები, 2. ანგელოზები, რომლებიც ალლაჰის ბრძანების შესაბამისად ზეციდან დედამიწისკენ დაეშვებიან და ისევ ზეცაში მაღლდებიან, 3. მუჯაჰიდთა ცხენები, რომლებიც ფრთებშესხმულივით მიემართებიან ალლაჰის გზაზე, 4. მზე, მთვარე, ვარსკვლავები და სხვა ციური სხეულები, 5. გემები, რომლებიც წყლის ზედაპირზე ადამიანთა სასარგებლოდ ცურავენ წყლის ზედაპირზე, რაც ალლაჰის მიერ ბოძებულ სიკეთეთაგან ერთ-ერთია. იხ. თაფსრუ ბეღავი.
Faccirooji aarabeeji:
فَٱلسَّٰبِقَٰتِ سَبۡقٗا
ასევე მოწინავეთ ჯიბრით[1]
[1] ანგელოზები, რომლებიც ალლაჰის ბრძანებების შესასრულებლად ერთმანეთს ეჯიბრებიან.
Faccirooji aarabeeji:
فَٱلۡمُدَبِّرَٰتِ أَمۡرٗا
და საქმეთა განმკარგველთა[1]
[1] იბნი ‘აბბასი განმარტავს: ესენი არიან ანგელოზები, რომლებიც უზენაესმა ალლაჰმა სხვადასხვა ამქვეყნიური საქმეების განკარგვითა და მოგვარებით დაავალა. იხ. თაფსიირუ ბეღავი.
Faccirooji aarabeeji:
يَوۡمَ تَرۡجُفُ ٱلرَّاجِفَةُ
იმ დღეს შეზანზარდება რყევადი,[1]
[1] იგულისხმება ისრაფილ ანგელოზის მიერ ბუკის მაგვარ საყვირში პირველი ჩაბერვა, რომელიც აუტანელი ხმით შეძრავს დედამიწას, ყველაფერი მიწასთან გასწორდება და ცოცხალი არსებები სულებს განუტევებენ. იხ. თაფსიირუ ბეღავი.
Faccirooji aarabeeji:
تَتۡبَعُهَا ٱلرَّادِفَةُ
და მას მოჰყვება მომდევნო,[1]
[1] საყვირში პირველ ჩაბერვას მოყვება მეორე ჩაბერვა. ყათადე განმარტავს: „იმ დღეს შეზანზარდება რყევადი და მას მოჰყვება მომდევნო“ ამ ორივეში საყვირში ჩაბერვა იგულისხმება, პირველის შემთხვევაში – ალლაჰის ნებით – სულს განუტევებს ყველა სულდგმული; ხოლო მეორეს შემთხვევაში – ალლაჰის ნებით – გაცოცხლდება ყველაფერი. იხ. თაფსიირუ ტაბერი. აბუ ჰურეირა ალლაჰის შუამავლისგან ﷺ გადმოგვცემს, რომ საყვირში პირველ ჩაბერვასა და მეორეს შორის ორმოცია; არ დაუზუსტებია დღეა თვეა თუ წელი . (ბუხარი, თაფსიირ ჰ.ნ. 4935.)
Faccirooji aarabeeji:
قُلُوبٞ يَوۡمَئِذٖ وَاجِفَةٌ
გულნი იმ დღეს საგულედან ამოვარდნილნი,
Faccirooji aarabeeji:
أَبۡصَٰرُهَا خَٰشِعَةٞ
მზერანი მისი – შიშით დახრილნი.
Faccirooji aarabeeji:
يَقُولُونَ أَءِنَّا لَمَرۡدُودُونَ فِي ٱلۡحَافِرَةِ
ამბობენ: ნუთუ მართლაც უკუმიბრუნებულნი ვიქნებით უწინდელ მდგომარეობაში?
Faccirooji aarabeeji:
أَءِذَا كُنَّا عِظَٰمٗا نَّخِرَةٗ
განა მას შემდეგ რაც უკვე ვიქცევით ფუტურო ძვლებად?[1]
[1] მკვდრეთით აღდგომის უარმყოფელნი გაკვირვებით და უარყოფით ამბობდნენ, ნუთუ მასშემდეგ აღვდგებით და დავუბრუნდებით უწინდელ მდგომარეობას, რაც უკვე ჩვენი სხეული გაიხრწნა, ძვლები დაიფშვნა და გაცამტვერდაო.
Faccirooji aarabeeji:
قَالُواْ تِلۡكَ إِذٗا كَرَّةٌ خَاسِرَةٞ
მათ თქვეს: მაშინ ეს დაბრუნება იქნება წაგებიანი.
Faccirooji aarabeeji:
فَإِنَّمَا هِيَ زَجۡرَةٞ وَٰحِدَةٞ
თუმცა იგია ერთი უეცარი დაკივლება.[1]
[1] საყვირში მეორედ ჩაბერვის ხმა, რომლითაც კვდრეთით აღდგება ყველა მიცვალებული.
Faccirooji aarabeeji:
فَإِذَا هُم بِٱلسَّاهِرَةِ
ერთსაც ნახავენ რომ მიწის ზემოთ იმყოფებიან.
Faccirooji aarabeeji:
هَلۡ أَتَىٰكَ حَدِيثُ مُوسَىٰٓ
შენთან მოვიდა ამბავი მუსასი?
Faccirooji aarabeeji:
إِذۡ نَادَىٰهُ رَبُّهُۥ بِٱلۡوَادِ ٱلۡمُقَدَّسِ طُوًى
როდესაც იხმო იგი თავისმა ღმერთმა ტუვას წმინდა ხეობაში:
Faccirooji aarabeeji:
ٱذۡهَبۡ إِلَىٰ فِرۡعَوۡنَ إِنَّهُۥ طَغَىٰ
წადი ფარაონთან, რამეთუ ის ზღვარს გადავიდა.
Faccirooji aarabeeji:
فَقُلۡ هَل لَّكَ إِلَىٰٓ أَن تَزَكَّىٰ
და უთხარი: არ გინდა განიწმინდო?[1]
[1] არ გინდა დაამოწმო რომ არ არსებობს ალლაჰის გარდა სხვა ღვთაება და განიწმინდო შირქისა და ქუფრისგან?
Faccirooji aarabeeji:
وَأَهۡدِيَكَ إِلَىٰ رَبِّكَ فَتَخۡشَىٰ
დაგაკვალიანო შენი ღმერთისკენ და იქცე (ღვთის) მოშიშად?
Faccirooji aarabeeji:
فَأَرَىٰهُ ٱلۡأٓيَةَ ٱلۡكُبۡرَىٰ
შემდეგ მას აჩვენა უდიდესი სასწაული.[1]
[1] ჰასან ალ ბასრის, მუჯაჰიდის და ყათადეს განმარტებით უდიდესი სასწაული არის „კაშკაშა თეთრი ხელი“ და „კვერთხი“. ამ სასწაულების შესახებ სხვა აიათებშიც ვკითხულობთ: „შემდეგ მუსამ გადააგდო კვერთხი და იგი აშკარად გველად იქცა; მერე ხელი (უბიდან) ამოიღო და ის იყო კაშკაშა თეთრი მაყურებელთათვის.“ (შუ’არა, 26/32-33.) იხ. თაფსიირუ ტაბერი.
Faccirooji aarabeeji:
فَكَذَّبَ وَعَصَىٰ
მან კი ცრუდ შერაცხა და გაურჩდა.
Faccirooji aarabeeji:
ثُمَّ أَدۡبَرَ يَسۡعَىٰ
შემდეგ ზურგი აქცია (უკეთურებისკენ) სწრაფვით.
Faccirooji aarabeeji:
فَحَشَرَ فَنَادَىٰ
მერე (ხალხი) შეკრიბა და იხმო,
Faccirooji aarabeeji:
فَقَالَ أَنَا۠ رَبُّكُمُ ٱلۡأَعۡلَىٰ
შემდეგ თქვა: მე ვარ თქვენი უზენაესი ღმერთი!
Faccirooji aarabeeji:
فَأَخَذَهُ ٱللَّهُ نَكَالَ ٱلۡأٓخِرَةِ وَٱلۡأُولَىٰٓ
მერე ალლაჰმა სამაგალითოდ დასაჯა იმქვეყნადაც და ამქვეყნადაც.[1]
[1] იმქვეყნად ჯოჯოხეთით და ამქვეყნდა ზღვაში დახრჩობით.
Faccirooji aarabeeji:
إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَعِبۡرَةٗ لِّمَن يَخۡشَىٰٓ
ჭეშმარიტად, ამაში ჭკუის სასწავლია მისთვის, ვისაც ეშინია (ალლაჰისა.)
Faccirooji aarabeeji:
ءَأَنتُمۡ أَشَدُّ خَلۡقًا أَمِ ٱلسَّمَآءُۚ بَنَىٰهَا
თქვენ უფრო რთული ქმნილებები ხართ თუ ზეცა – რომელიც მან ააგო?
Faccirooji aarabeeji:
رَفَعَ سَمۡكَهَا فَسَوَّىٰهَا
აღამაღლა მისი კამარა და გააწონასწორა იგი.
Faccirooji aarabeeji:
وَأَغۡطَشَ لَيۡلَهَا وَأَخۡرَجَ ضُحَىٰهَا
მისი ღამე დააბნელა და გამოიყვანა დილა მისი.
Faccirooji aarabeeji:
وَٱلۡأَرۡضَ بَعۡدَ ذَٰلِكَ دَحَىٰهَآ
ამის შემდეგ დედამიწა გააწყო.
Faccirooji aarabeeji:
أَخۡرَجَ مِنۡهَا مَآءَهَا وَمَرۡعَىٰهَا
მისგან ამოიყვანა წყალი და ველ-მინდვრები მისი.
Faccirooji aarabeeji:
وَٱلۡجِبَالَ أَرۡسَىٰهَا
და მთები განამტკიცა.
Faccirooji aarabeeji:
مَتَٰعٗا لَّكُمۡ وَلِأَنۡعَٰمِكُمۡ
სარგებლად თქვენდა და თქვენი საქონლისთვის.
Faccirooji aarabeeji:
فَإِذَا جَآءَتِ ٱلطَّآمَّةُ ٱلۡكُبۡرَىٰ
და როცა დაიწყება უდიდესი თავზარდაცემა,(განკითხვის დღე)
Faccirooji aarabeeji:
يَوۡمَ يَتَذَكَّرُ ٱلۡإِنسَٰنُ مَا سَعَىٰ
იმ დღეს გაიხსენებს ადამიანი თუ რას ესწრაფვოდა.[1]
[1] როდესაც გადასცემენ მისი ნამოქმედარის დავთარს და ნახავს რის გაკეთებას ესწრაფვოდა ქვეყნად კარგის თუ ცუდის.
Faccirooji aarabeeji:
وَبُرِّزَتِ ٱلۡجَحِيمُ لِمَن يَرَىٰ
და ხილული გახდება ჯოჯოხეთი მისთვის, ვინც მას დაინახავს.
Faccirooji aarabeeji:
فَأَمَّا مَن طَغَىٰ
ხოლო, ვინც ზღვარს გადავიდა
Faccirooji aarabeeji:
وَءَاثَرَ ٱلۡحَيَوٰةَ ٱلدُّنۡيَا
და ამქვეყნიური ცხოვრება ამჯობინა,
Faccirooji aarabeeji:
فَإِنَّ ٱلۡجَحِيمَ هِيَ ٱلۡمَأۡوَىٰ
ჭეშმარიტად, ჯოჯოხეთია მისი თავშესაფარი.
Faccirooji aarabeeji:
وَأَمَّا مَنۡ خَافَ مَقَامَ رَبِّهِۦ وَنَهَى ٱلنَّفۡسَ عَنِ ٱلۡهَوَىٰ
ხოლო, ვისაც თავისი ღმერთის წინაშე წარსდგომის შიში ჰქონდა და პირადი გემოვნებისგან თავი შეიკავა,
Faccirooji aarabeeji:
فَإِنَّ ٱلۡجَنَّةَ هِيَ ٱلۡمَأۡوَىٰ
ჭეშმარიტად, სამოთხეა მისი თავშესაფარი.
Faccirooji aarabeeji:
يَسۡـَٔلُونَكَ عَنِ ٱلسَّاعَةِ أَيَّانَ مُرۡسَىٰهَا
ქვეყნიერების დასარულის საათის შესახებ გეკითხებიან, როდის მოხდებაო?
Faccirooji aarabeeji:
فِيمَ أَنتَ مِن ذِكۡرَىٰهَآ
შენ საიდან უნდა გცოდნოდა რომ გეცნობებინა?!
Faccirooji aarabeeji:
إِلَىٰ رَبِّكَ مُنتَهَىٰهَآ
მისი ცოდნა მხოლოდ შენს ღმერთთანაა.
Faccirooji aarabeeji:
إِنَّمَآ أَنتَ مُنذِرُ مَن يَخۡشَىٰهَا
ჭეშმარიტად, შენ მხოლოდ შემგონებელი ხარ მათი – ვისაც ეშინია მისი.[1]
[1] ქვეყნიერების დაქცევის საათის გაცხადება შენს მოვალეობაში არ შედის. შენ მხოლოდ შეაგონებ და გააფრთხილებ მათ, ვისაც ქვეყნიერების დაქცევის ეშინია, რადგანაც შენი შეგონება მხოლოდ მათ არგებთ.
Faccirooji aarabeeji:
كَأَنَّهُمۡ يَوۡمَ يَرَوۡنَهَا لَمۡ يَلۡبَثُوٓاْ إِلَّا عَشِيَّةً أَوۡ ضُحَىٰهَا
როცა ის დღე იხილონ, თითქოს ერთი სამხრობის ან დილის მეტი არ გაჩერებულან.
Faccirooji aarabeeji:
 
Firo maanaaji Simoore: Simoore naasiyat
Tippudi cimooje Tonngoode hello ngoo
 
Firo maanaaji al-quraan tedduɗo oo - Firo jorjiiwo - Tippudi firooji ɗii

Firo maanaaji al-quraan tedduɗo oo e ɗemngal jorji, ko heen wonaa e golleede e njiimaandi hentorde kanngemeeji firo - ina newnaa ƴellitaade e majji ko ɗi doge joyi

Uddude