Check out the new design

ಪವಿತ್ರ ಕುರ್‌ಆನ್ ಅರ್ಥಾನುವಾದ - ಜಾರ್ಜಿಯನ್ ಅನುವಾದ - ಕೆಲಸ ಪ್ರಗತಿಯಲ್ಲಿದೆ * - ಅನುವಾದಗಳ ವಿಷಯಸೂಚಿ


ಅರ್ಥಗಳ ಅನುವಾದ ಅಧ್ಯಾಯ: ಅಬಸ್   ಶ್ಲೋಕ:

ಅಬಸ್

عَبَسَ وَتَوَلَّىٰٓ
მოიღუშა და პირი იბრუნა,
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
أَن جَآءَهُ ٱلۡأَعۡمَىٰ
რაკი ბრმა მივიდა მასთან.[1]
[1] გადმოცემების თანახმად, ერთ დღეს ალლაჰის შუამავალი ﷺ მექქელ მოწინავეებს, ‘უთბა ბინ რაბი’ას, აბუ ჯაჰლ ბინ ჰიშამს, ‘აბბას ბინ ‘აბდულმუტტალიბს, უბეი ბინ ჰალეფს და მის ძმას უმეიას ელაპარაკებოდა. მათ ალლაჰის მორჩილებისკენ ეპატიჟებოდა და მათი მხრიდან ისლამის მიღების დიდი იმედი ქონდა. ამ დროს მასთან ‘აბდულლაჰ ბინ უმმი მაქთუმი მივიდა და უთხრა: ო. ალლაჰის შუამავალო! მასწავლე ის, რაც ალლაჰმა გასწავლა. სიბრმავის გამო მან არ იცოდა რომ ალლაჰის შუამავალი ﷺ სხვებს ელაპარაკებოდა, ამიტომ შუამავლისგან დაჟინებით ითხოვდა ყურადღება მაშინვე მისკენ მიეპყრო. ალლაჰის შუამავალს ﷺ სახეზე შეწუხება შეეტყო, რადგანაც საუბარი რამდენჯერმე შეაწყვეტინა. ბოლოს ისევ იმ ხალხს მიუბრუნდა, ვისაც ესაუბრებოდა და მათი ისლამზე მოპატიჟება გააგრძელა. ამის გამო უზენაესმა ალლაჰმა ეს აიათები ჩამოავლინა. ალლაჰის შუამავალი ﷺ მას შემდეგ ‘აბდულლაჰ ბინ უმმი მექთუმს დიდ პატივს სცემდა; როდესაც დაინახავდა ასე ეტყოდა ხოლმე: „სალამი მას, ვისი გულისთვისაც ღმერთმა გაფრთხილება მომცა.“ იხ. თაფსირუ ტაბერი და ბაღავი.
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
وَمَا يُدۡرِيكَ لَعَلَّهُۥ يَزَّكَّىٰٓ
და რა იცი შენ, იქნებ უნდა განიწმინდოს.[1]
[1] იქნებ შენსგან მიღებული ცოდნით მან უნდა განიწმინდოს ცოდვისა და უცოდინრობისგან.
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
أَوۡ يَذَّكَّرُ فَتَنفَعَهُ ٱلذِّكۡرَىٰٓ
ან იქნებ შეგონება მიეღოს და სასარგებლო ყოფილიყო შეგონება მისთვის.
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
أَمَّا مَنِ ٱسۡتَغۡنَىٰ
ხოლო ვინც (შენი შეგონების) საჭიროებას არ გრძნობს,
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
فَأَنتَ لَهُۥ تَصَدَّىٰ
შენ მაინც მისკენ მიილტვი.
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
وَمَا عَلَيۡكَ أَلَّا يَزَّكَّىٰ
და არაფერი გაკისრია შენ, თუკი არ განიწმინდა.
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
وَأَمَّا مَن جَآءَكَ يَسۡعَىٰ
ხოლო, ვინც შენთან მოვიდა სწრაფვით
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
وَهُوَ يَخۡشَىٰ
და არის ღვთისმოშიში,
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
فَأَنتَ عَنۡهُ تَلَهَّىٰ
შენ უყურადღებოდ ტოვებ მას.
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
كَلَّآ إِنَّهَا تَذۡكِرَةٞ
არა![1] ჭეშმარიტად, ის[2] არის შეგონება.
[1] ისე არ არის, როგორც მოიქეცი.
[2] ყურანი ან კონკრეტულად ეს აიათები.
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
فَمَن شَآءَ ذَكَرَهُۥ
ამიტომ, ვინც ინებებს გაითვალისწინებს კიდეც.
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
فِي صُحُفٖ مُّكَرَّمَةٖ
(აღნიშნული შეგონება) პატივდებულ ფურცლებშია,
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
مَّرۡفُوعَةٖ مُّطَهَّرَةِۭ
ამაღლებულსა და ყოვლად წმინდაში,
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
بِأَيۡدِي سَفَرَةٖ
მწერალ ანგელოზთა ხელით ჩაწერილი,
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
كِرَامِۭ بَرَرَةٖ
პატივდებულთა, ერთგულებით მორჩილთა.
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
قُتِلَ ٱلۡإِنسَٰنُ مَآ أَكۡفَرَهُۥ
მოსასპობელი ადამიანი, რაოდენ ურწმუნოა/უმადურია.
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
مِنۡ أَيِّ شَيۡءٍ خَلَقَهُۥ
(ღმერთმა) რისგან შექმნა იგი?
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
مِن نُّطۡفَةٍ خَلَقَهُۥ فَقَدَّرَهُۥ
სპერმისგან, გააჩინა და თან განუსაზღვრა ეტაპები.
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
ثُمَّ ٱلسَّبِيلَ يَسَّرَهُۥ
შემდეგ გზა გაუადვილა.[1]
[1] ა. გაუადვილა დედის მუცლიდან გამოსვლის გზა, ბ. გაუადვილა სწროისა და მრუდის შეცნობის გზები, გ. ყველა მათგანს იმ საქმისკენ მიმავალი გზა გაუადვილა, რაც მათი ბედისწერით იყო განსაზღვრული. იხ. თაფსიირუ ბეღავი.
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
ثُمَّ أَمَاتَهُۥ فَأَقۡبَرَهُۥ
შემდეგ მოაკვდინა და საფლავს მიაბარა.
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
ثُمَّ إِذَا شَآءَ أَنشَرَهُۥ
შემდეგ როდესაც ინებებს(ალლაჰი), აღადგენს მას.
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
كَلَّا لَمَّا يَقۡضِ مَآ أَمَرَهُۥ
არა, მან[1] არ შეასრულა ის, რაც (ღმერთმა) უბრძანა.
[1] ურწმუნომ.
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
فَلۡيَنظُرِ ٱلۡإِنسَٰنُ إِلَىٰ طَعَامِهِۦٓ
მაშ, შეხედოს ადამიანმა თავის საჭმელსა,
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
أَنَّا صَبَبۡنَا ٱلۡمَآءَ صَبّٗا
როგორი სიუხვით ვაწვიმეთ წყალი.
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
ثُمَّ شَقَقۡنَا ٱلۡأَرۡضَ شَقّٗا
შემდეგ პირი ვუხსენით მიწას ნაპრალებად.[1]
[1] ღივის აღმოსაცენებლად.
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
فَأَنۢبَتۡنَا فِيهَا حَبّٗا
შემდეგ მასში მარცვალი აღმოვაცენეთ,
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
وَعِنَبٗا وَقَضۡبٗا
ასევე ვაზი და სამყურა ნედლი ბალახი,[1]
[1] პირუტყვის გამოსაკვებად.
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
وَزَيۡتُونٗا وَنَخۡلٗا
ზეთის ხილი და ფინიკის ხე
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
وَحَدَآئِقَ غُلۡبٗا
და ბაღები ხშირი,
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
وَفَٰكِهَةٗ وَأَبّٗا
ხილეული და ბალახები,
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
مَّتَٰعٗا لَّكُمۡ وَلِأَنۡعَٰمِكُمۡ
სარგებლად თქვენდა და თქვენი საქონლისთვის.
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
فَإِذَا جَآءَتِ ٱلصَّآخَّةُ
ხოლო, როდესაც მოვა გამაყრუებელი ხმა,
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
يَوۡمَ يَفِرُّ ٱلۡمَرۡءُ مِنۡ أَخِيهِ
იმ დღეს კაცი გაურბის თავის ძმას,
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
وَأُمِّهِۦ وَأَبِيهِ
ასევე თავის დედას და მამას,
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
وَصَٰحِبَتِهِۦ وَبَنِيهِ
კიდევ თავის ცოლსა და შვილსა,
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
لِكُلِّ ٱمۡرِيٕٖ مِّنۡهُمۡ يَوۡمَئِذٖ شَأۡنٞ يُغۡنِيهِ
იმ დღეს მათგან ყველა კაცს საკმარისი საქმე/სადარდებელი ექნება.
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
وُجُوهٞ يَوۡمَئِذٖ مُّسۡفِرَةٞ
იმ დღეს სახენი გაბრწყინებულნი,[1]
[1] მორწმუნეთა სახეები.
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
ضَاحِكَةٞ مُّسۡتَبۡشِرَةٞ
მღიმარნი, გახარებულნი.
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
وَوُجُوهٞ يَوۡمَئِذٍ عَلَيۡهَا غَبَرَةٞ
იმ დღეს ასევე იქნება სახეები მტვერ მოდებულნი,[1]
[1] სირცხვილისა და მწუხარებისგან პირბნელი ურწმუნოები.
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
تَرۡهَقُهَا قَتَرَةٌ
სიბნელე შეიპყრობს მათ(სახეებს).
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
أُوْلَٰٓئِكَ هُمُ ٱلۡكَفَرَةُ ٱلۡفَجَرَةُ
აი ეგენი არიან ურწმუნო უკეთურები.
ಅರಬ್ಬಿ ವ್ಯಾಖ್ಯಾನಗಳು:
 
ಅರ್ಥಗಳ ಅನುವಾದ ಅಧ್ಯಾಯ: ಅಬಸ್
ಅಧ್ಯಾಯಗಳ ವಿಷಯಸೂಚಿ ಪುಟ ಸಂಖ್ಯೆ
 
ಪವಿತ್ರ ಕುರ್‌ಆನ್ ಅರ್ಥಾನುವಾದ - ಜಾರ್ಜಿಯನ್ ಅನುವಾದ - ಕೆಲಸ ಪ್ರಗತಿಯಲ್ಲಿದೆ - ಅನುವಾದಗಳ ವಿಷಯಸೂಚಿ

ರಬ್ವಾಹ್ನಲ್ಲಿರುವ ದಾವಾ ಸಂಸ್ಥೆ ಮತ್ತು ಭಾಷೆಗಳಲ್ಲಿ ಇಸ್ಲಾಮಿಕ್ ವಿಷಯವನ್ನು ಸೇವಿಸುವ ಸಂಸ್ಥೆಯ ಸಹಕಾರದೊಂದಿಗೆ ರುವ್ವಾದ್ ಅನುವಾದ ಕೇಂದ್ರದ ತಂಡದಿಂದ ಅನುವಾದಿಸಲಾಗಿದೆ.

ಮುಚ್ಚಿ